საშვილოსნოს ყელის კონიზაცია

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას გულისხმობს საშვილოსნოს ყელის კონიზაცია?

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ხდება ცერვიკალური არხის ან საშვილოსნოს ყელის დაზიანებულ არეში კონუსური უბნის მოკვეთა. გამოიყენება დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მიზნით.

–  რა დროს გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კონიზაცია?

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ცერვიკალური არხის ლორწოვანის პათოლოგიებისას – ეროზია, ფსევდოეროზია, პოლიპები, საშვილოსნოს ყელის ჰიპერტროფია, კისტები, ონკოლოგიური დაავადებები.
  • ციტოლოგიური კვლევის(პაპ ტესტი) დადებითი პასუხისას.
  • საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის II-III სტადიისას
  • მშობიარობის შემდგომი ნაწიბურებისა და საშვილოსნოს ყელის დეფორმაციებისას, განსაკუთრებით უხეში ნაწიბურების დროს
  • საშვილოსნოს ყელის ექტროპიონისას

–  საშვილოსნოს ყელის კონიზაციის რა მეთოდები არსებობს?

კონიზაციის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორისაა:

  • კონიზაცია დანით, რომელიც სკალპელის საშუალებით სრულდება (აღნიშნული მეთოდი ითვლება მოძველებულად და ფაქტიურად აღარ გამოიყენება).
  • კონიზაცია ლაზერით, რომელიც ხორციელდება ქირურგიული ლაზერის საშუალებით.
  • კონიზაცია მარყუჟით, რომლის დროსაც გამოიყენება რატიოტალღოვანი ქირურგიული აპარატი სურგიტრონი. აღნიშნული მეთოდი არის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდი.

♥ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>


– როგორ ტარდება პროცედურა?

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია ტარდება მენსტრუაციის დასრულების შემდგომ პირველ დღეებში (5-11დღეს ციკლის დაწყებიდან) და გრძელდება 10-15 წუთიდან ნახევარ საათამდე.

პროცედურა ტარდება კოლპოსკოპიის კონტროლით. ელექტროდის მარყუჟი მაგრდება საშვილოსნოს ყელის ტრანსფორმაციის ზონიდან 3-5მმ ზევით, მასზე მოქმედებენ მაღალი სიხშირის დენის გამოყენებით და კვეთავენ პათოლოგიური ეპითელიუმის უბნებს. პროცედურის დასრულების შემდგომ პაციენტი რამოდენიმე საათი იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

–  რა გართულებები შეიძლება მოყვეს საშვილოსნოს ყელის კონიზაციას?

პროცედურის ჩატარების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს:

  • სისხლდენა
  • ცერვიკალური არხის სტენოზი
  • საშვილოსნოს ყელის ანატომიის შეცვლა
  • ტემპერატურის მატება 37.5მდე
  • დაავადების რეციდივი
  • მატულობს რისკი ნაადრევი მშობიარობის

მსგავსი პოსტები: საშვილოსნოს ყელის კონიზაცია 2. ორსულობა კონიზაციის შემდეგ 3. კონიზაცია


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.