აბორტის უკუჩვენებები

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს აბორტი და როდისაა შესაძლებელი მისი ჩატარება?

აბორტი – ეს არის არასასურველი ორსულობის შეწყვეტა სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ვადაზე. აბორტის ნებისმიერ ვარიანტს გააჩნია უარყოფითი შედეგები ჯანმრთელობისათვის და ქალის ფსიქიკისათვის. არსებობს შემთხვევები, როდესაც ნებისმიერი გინეკოლოგი უარს ამბობს აბორტის ჩატარებაზე.

რაც უფრო ადრე დადგინდება ორსულობის ფაქტი, მით უფრო ნაკლები უარყოფითი შედეგი ექნება აბორტს.  აბორტის პირველი უკუჩვენებაა გასული დრო.

 

–  აბორტის ჩატარების რა უკუჩვენებები არსებობს?

ექიმს აქვს უფლება უარი უთხრას ქალს აბორტზე, თუ არსებობს გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ზოგად და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. დიდი ალბათობით აბორტზე უარს ეტყვიან:

  • არასრულწლოვან გოგონებს მშობლის/ქმრის/მეურვის თანხმობის გარეშე;
  • ქირურგიული აბორტი არ ტარდება თუ პაციენტს აქვს დაავადება, რომლის დროსაც არ შეიძლება ნარკოზის გაკეთება(ბრონქიალური ასთმა, გულის დაავადება, ეპილეფსია);
  • როდესაც ქალს აქვს რეპროდუქციული სისტემის დაავადება(საკვერცხის არ არსებობა, საშვილოსნოს მიომა) და აბორტს შეუძლია გამოიწვიოს უშვილობა;
  • ჰორმონალური ფონის კრიტიკული დარღვევისას.

 


♥ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>


–  განვიხილოთ აბორტის თითოეული ტიპი. რა უკუჩვენებები არსებობს მედიკამენტოზური აბორტის ჩატარებისას?

ექიმს უფლება აქვს უარი განაცხადოს მედიკამენტოზური აბორტის ჩატარებაზე, თუ:

  • თუ ქალი უარს აცხადებს ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებაზე, ორსულობის ვადის დასადგენად.
  • პაციენტს ადრე აღენიშნა ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე.
  • ორსულობის ვადა 6 კვირაზე მეტია.
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების არსებობა (მედიკამენტები იწვევენ კორტიკოსტეროიდების გამომუშავების მოშლას).
  • დადგენილია საშვილოსნოს გარე ორსულობა (პროცედურა არ გამოიწვევს აბორტს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილის გახეთქვა და მძიმე შიდა სისხლდენა).
  • არსებობს დაავადება სისხლის შედედების დარღვევის.
  • არსებობს დიდი კვანძები საშვილოსნოს მიომის დროს.
  • არსებობს საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების ან საკვერცხეების ანთება გამწვავების ეტაპზე.

 

–  რა უკუჩვენებები არსებობს ვაკუუმ-ასპირაციის ჩატარებისას?

ვაკუუმ-ასპირაციის ჩატარება არ შეიძლება, თუ:

  • ორსულობის ვადა 7 კვირაზე მეტია.
  • ქალმა მიმართა საშვილოსნოს ანთებითი პროცესების გამწვავების პერიოდში (შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სისხლდენა).
  • არსებობს ინფექციები და გამწვავების სტადიაშია.
  • დედას აღენიშნება მძიმე დაავადებები.
  • შესაძლოა ბავშვის სერიოზული პათოლოგიით დაბადება.
  • არსებობს შეუხორცებელი შრამები საკეისრო კვეთის შემდეგ.

 

>>>ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა

>>>medgeo.net-ისინტერნეტ-მარკეტი