ბონსაის გაზრდა კალმებიდან

ბონსაის გაზრდა კალმებიდან ასევე წარმოადგენს ხანგრძლივ და მოთმინების მომთხოვნ საქმეს. თუმცა, მცენარეების ამ მეთოდით გაზრდა იძლევა ერთი წლის სარგებელს ნერგებთან შედარებით.

კალმები – ეს არის ტოტის მოჭრილი ნაწილი ფესვის გარეშე, რომლებსაც ჭრიან ჯანსაღი დედა მცენარიდან და არჭობენ ნიადაგში დასაფესვანებლად. წიწვოვანი ხეების გაშენებისთვის შესაფერისი დრო არის სექტემბრის ან აპრილის დასაწყისი.

ფოთლოვანი ხეების კალმები, უმჯობესია მოიჭრას ივნისის დასაწყისიდან ბოლომდე. ფესვების წარმოქმნის სტიმულაციისათვის შესაძლებელია კალმების დამუშავება სპეციალური ზრდის სტიმულატორით(ფიტოჰორმონი). ფოთლოვანი ხეების კალმები რამდენიმე კვირაში ფესვიანდება.

ხავსიან ხეებს დაფესვიანების პროცესი შესაძლოა გაუგრძელდეს წელზე მეტი. დაფესვიანებისათვის ჭურჭლად უმჯობესია გამოიყენოთ პლასტიკის მინი-სათბურები. ქვედა ნაწილების ორი მესამედი ივსება ქვიშისა და ტორფის ნარევით და ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით და მათში არჭობენ კალმებს.

შემდგომ კალმებს ფრთხილად რწყავენ და სათბურს ზევიდან აფარებენ გამჭვირვალე სახურს. კალმიანი სათბურის მოსათავსებლად არჩევენ ბნელ ადგილს და ყოველდღიურად აკონტროლებენ ნიადაგის ტენიანობას, საჭიროების შემთხვევაში კალამს სათბურში რწყავენ.

როდესაც კალმებზე გამოჩნდება ახალგაზრდა ფოთლები, რაც შესაძლებელია რამოდენიმე კვირაში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკვე წარმოიქმნა ფესვი. ახლა სათბურის გამჭვირვალე საფარი შეიძლება დროდადრო აიხადოს ვენტილაციისათვის, რათა შეამზადოს ახალგაზრდა მცენარეები ჩვეულებრივ კლიმატს. რამდენიმე თვის შემდეგ კალმები უკვე კარგად არიან დაფესვიანებული და შეიძლება მათი ცალკეულ კონტეინერებში გადარგვა.

ამისათვის გამოყენებულია მცენარეების ფხვიერი, თიხის შემცველი ნიადაგი. ამ წელს ახალგაზრდა მცენარეები არ საჭიროებენ სასუქებით კვებას, ვინაიდან სუფთა ნიადაგს საკმარისი ნუტრიტები აქვს. ასეთი მცენარეების გამოზამთრებისათვის აუცილებელია სპეციალური თავშესაფრის უზრუნველყოფა, ვინაიდან მათ ნაზ ფესვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ხანგრძლივი ყინვების გადატანა. კოტეინერები ახალგაზრდა მცენარეებით კარგად უნდა იყოს ნიადაგში ჩაფლული და ზემოდან დაფარული უნდა იყოს რამოდენიმე ფენა ცელოფნით ქარისაგან დასაცავად.

თუმცა ყველა მცენარე როდი მრავლდება კალმებით. მაგალითად კედარი და ფიჭვი, მათი გამრავლება ამ გზით შეუძლებელია. ელმები კი პირიქით, შეიძლება ძალიან სწრაფად გაიზარდნონ კალმებიდან, ისევე როგორც უმეტესი ხეები და ბუჩქები, ისეთები როგორიცაა რცხილა, ნაკერჩხალი და ჯუჯა ხეები.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..