ბონსაის გაზრდის თავისებურებები

ტოტებისა და ღეროს გარკვეული ფორმის ჩამოსაყალიბებლად, როგორც წესი მავთულის გარეშე ვერ გახვალთ. ამასთან სულერთია მავთულის ახვევთ ტოტებზე თუ დასაჭიმი საშუალების გამოყენებით უცვლით მათ ფორმას, მუშაობის ნებისმიერი მეთოდი ბონსაის ფორმირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მავთულის დახვევა – ყველაზე შრომატევადი საქმეა ბონსაის ფორმირებისათვის, პირველ რიგში წიწვოვანი ხეებისათვის. აქ აუცილებელია მავთულის დაფიქსირება ყველგან ტოტებიდან წვერამდე გამონაკლისების გარეშე. ფოთლოვან ხეებს ფორმა ხშირად შეიძლება ადვილად არეგულირო მხოლოდ ტოტების მოჭრით, ხოლო მავთულის დახვევის საჭიროება კი ძალიან იშვიათად დგება.

ხეებს გლუვი ზედაპირით, ისეთები როგორიცაა, მაგალითად, წიფელი, ელმები, ნეკერჩხალი, ცაცხვი, მავთული მცენარეზე უნდ აიყოს მხოლოდ მცირე დროით, ვინაიდან ცუდი კვალი ჩაზრდილი ხიდან რჩება შესამჩნევი ათწლეულების განმავლობაში. სრულიად სხვაგვარადაა საქმე ღვიის ან ფიჭვის შემთხვევაში.

ასეთ ხეებში, ქერქი არის უხეში და მავთულის კვალი მარტივად ხორცდება. თუმცა, ასეთ ხეებშიც კი არ უნდა დავუშვათ მავთულის ჩაზრდა ქერქში, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში აქაც წარმოიქმნება სპირალისმაგვარი ნაწიბურები.

მავთულის დახვევა უმჯობესია ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე, როდესაც ხდება ბონსაის შეჭრა. წელიწადის ამ დროს ფოთლოვან ხეებზე ჯერ კიდევ არ არის ფოთლები და ყველა ტოტამდე ადვილია მიდგომა.

გაზაფხულის სეზონის დასაწყისში ახალგაზრდა ნარგავებს ტოტები სწრაფად უმსხვილდება, ამიტომ მავთული უნდა დავახვიოთ ძალიან სუსტად და შემდგომში რეგულარულად შევამოწმოთ, რომ არ შეიჭრას ქერქში ან არ ჩაიზარდოს ხეში.

დაახლოებით სამი თვის შემდეგ, სასურველი ფორმა ჩვეულებრივ სტაბილურადაა და შესაძლებელია მავთულის ამოღება. მას ფრთხილად ჭრიან მავთულის საჭრელით და არ ატრიალებენ, ვინაიდან ასე მარტივად შეიძლება დავამტვრიოთ ტოტები.

მავთულის სწორად დახვევა მოითხოვს ცოდნასა და მოხერხებულობას. ამიტომ, მანამ სანამ შეუდგებით ბონსაის მტვრევადი ტოტების  დაფიქსირებას, შეიძლება ივარჯიშოთ მავთულის დახვევაზე ეზოსა თუ ტყის ხეებზე.

მავთულის ნაცვლად გამოიყენებენ სპეციალურ მაღაზიაში გაყიდვად სხვადასხვა სისქის ალუმინის მავთულს ბონსაისთვის: 0.7 დან 7მმ. მავთულის სისქსი სწორად განსაზღვისთვის არსებობს ძირითადი წესები: მავთულის სისქე = 1/3 დასაფიქისრებელი ტოტის სისქე. ამგვარად, 1სმ სისქის ტოტზე აუცილებელია გამოვიყენოთ 3სმ სისქის მავთული.

რკინის მავთული, რომელიც გამოიყენება ფლორისტიკაში, ბონსაის ფორმირებისათვის არ გამოდგება, ვინაიდან ის არა საკმარისად ღუნვადია და ჟანგდება. ბონსაის პირველი ფორმირებისათვის მოცემული მცენარეზე მავთულს ახვევენ მთლიანად ყველა ტოტზე, მათ შორის ყველაზე წვრის ნაწილებზეც კი.

ამასთან არც ერთი ტოტი არ უნდა იკვეთებოდეს ერთმანეთთან. ბოლოს კი თითოეულ ტოტს ცალცალკე აძლევენ საჭირო ფორმასა და მიმართულებას. ბონსაიზე მავთულის დახვევა ტარდება არა ხის მორთვის მიზნით, არამედ მხოლოდ მისი ფორმის შეცვლისა და გაუმჯობესებისათვის.

ბონსაი დახვეული მავთულით ტოტებზე არ უნდა იყოს გამოჩენილი და გამოტანილი გამოფენებზე. მავთულის ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იქ, სადაც უკვე ვეღარ ხერხდება სასურველი შედეგის მიღწევა, მაგალითად, მსხვილი ტოტების ზრდის მიმართულების შეცვლისას.

ბონსაის, ფორმირებულს მრავალფუნქციურად, მავთულის ნატეხების საშუალებით შესაძლებელია შეეცვალოს და შეუსწორდეს ზრდის მიმართულება და ფორმა.

ამ  სამუშაოს შესრულება მოითხოვს გარკვეულ ძალის გამოყენებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია რეგულარულად შემოწმდეს არის თუ არა მავთული ჩაზრდილი ხეში და დროდადრო გადაადგილდეს.

რომ არ დაზიანდეს მავთულის ტოტებით ხის ქერქი, მათ ქვეშ თავსდება ტყავის ნაჭერი. ტოტების ზრდის მიმართულების შეცვლა მავთულის დასაჭიმი საშუალებების გამოყენებით გამოიყენება იქ, სადაც ძალიან ძლიერი ან სქელი ტოტებია.

ტოტების ქვევით ჩამოშორება, რა თქმა უნდა არც ისე შრომატევადი საქმეა, როგორც მავთულის დახვევა. ხელსაწყოების გამოყენების ნაკლოვანება არის ის, რომ ეს იძლევა საშუალებას მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიცვალოს ზრდა. ეს მეთოდი გამოიყენება იქ, სადაც ტოტები იზრდება ზევით და საჭიროა მათი ქვევით ჩამოწევა.

იმისათვის, რომ ისწავლო, თუ როგორ უნდა ზუსტად და გარკვევით შექმნა ბონსაი მავთულით, საჭიროა გარკვეული დრო და ვარჯიში. სწორედ ამიტომ, სასურველია, ვარჯიშის მიზნით ხშირად დაახვიოთ მავთული ხეებს და ტოტებს მისცეთ სხვადასხვა ფორმა. მხოლოდ რეგულარული ვარჯიშის საშუალებით შესაძლებელია გააუმჯობესოთ  ბონსაის ფორმირების უნარები.


გადასვლა საიტებზე:

●  შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელშეწყობისა და დასაქმების ინოვაციური საშუალებები >>
● საკონსულტაციო მასალები შშმ პირთა დასაქმების პროგრამისათვის – შშმ პირთა მიერ ოთახის იშვიათ მცენარეთა წარმოება-ექსპორტი >>
● წინა პოსტი >>   ● მომდევნო პოსტი >>

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..