ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) – დღესდღეობით, ამ ვირუსის მრავალი სახეობაა ცნობილი. მას შემდეგ, რაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარება – მეჭეჭებისა და პაპილომების გაჩენა კანზე, კონტაგიოზური მოლუსკი, წვეტიანი და ბრტყელი კონდილომები ლორწოვან გარსებზე.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)  იყოფა მაღალი და დაბალი ონკოგენური (სიმსივნური დაავადების გამოწვევის უნარი) რისკის მქონე ვირუსებად. მაღალი ხარისხის ონკოგენურ ვირუსებს მიეკუთვნება ვირუსები 6, 11, 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 52, 56, 58, 66 ტიპის. ყველა ამ ტიპს, განსხვავებული ხარისხით შესწევთ უნარი, გარკვეულ პირობებში, გამოიწვიონ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება და სხვა ონკოლოგიური პროცესების განვითარება გენიტალიუმის არეში.

გამოკვლევები

თუ ქალს აღენიშნება ერთ-ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის ვირუსი, მისთვის ნაჩვენებია გინეკოლოგის რეგულარული დაკვირვება კოლპოსკოპიის ჩატარებითა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური კვლევით.
სადღეისოდ  სპეციალური ტესტების გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნაცხის აღება სახლის პირობებში, ექიმთან ვიზიტის გარეშე. ასეთი ტესტების გამოწერა შეგიძლიათ ,,ამაზონიდან”.

ადამიანის პაპილომა ვირუსიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 დღესდღეისობით პაპილომა ვირუსის მრავალი სახეობაა ცნობილი
📌 მას შემდეგ, რაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარება:
✅ მეჭეჭებისა და პაპილომების გაჩენა კანზე;
✅ კონტაგიოზური მოლუსკი;
✅ წვეტიანი და ბრტყელი კონდილომები ლორწოვან გარსებზე
🔬 თუ ქალს აღენიშნება ვირუსი, მისთვის ნაჩვენებია გინეკოლოგის რეგულარული დაკვირვება კოლპოსკოპიის ჩატარებითა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური კვლევით
👉 გაიგეთ მეტი ადამიანის პაპილომა ვირუსზე სტატიიდან – https://bit.ly/3ERPw0W

#ადამიანისპაპილომავირუსი #HPV #პაპილომავირუსისსიმპტომები #პაპილომავირუსისნიშნები #პაპილომავირუსი #გენიტალურიქავილი #გენიტალურიმეჭეჭები #გინეკოლოგი #ვიზიტიგინეკოლოგთან #კოლონოსკოპია #ციტოლოგიურიკვლევა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ პაპილომავირუსის ტესტები ,,ამაზონზე” >> 

♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა
ინტერნეტ-მაღაზიები


ამავე თემასთან დაკავშირებული პოსტები:

  1. პაპილომავირუსული ინფექცია
  2. პაპილომატოზი
  3. პაპ ტესტი