ვაკუუმ-ასპირაცია

ვაკუუმ-ასპირაცია

ვაკუუმ-ასპირაციის დროს ხდება ემბრიონისა და ქირიონის ქსოვილების ექსტრაქცია საშვილოსნოს ღრუდან უარყოფითი წნევის შექმნის გზით ორსულობის ადრეულ ვადებზე მისი შეწყვეტის მიზნით (მინი-აბორტი). ამასთან, საშვილოსნოს ღრუში შეყავთ სტერილური თხელი მილი, რომელიც დაკავშირებულია ვაკუუმ-ექსტრაქტორთან. აპარატის ჩართვის შემდეგ, საშვილოსნოს ღრუში იქმნება უარყოფითი წნევა, რისი წყალობითაც ექიმის მანიპულირების დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ქორიონის ქსოვილები ან საშვილოსნოს სხვა შემადგენელი ცილდება.

პროცედურის მსვლელობა

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით, ქალის სურვილის მიხედვით, სასურველია ორსულობის 6-7კვირამდე ვადებში. ეს მეთოდი ასევე გამოიყენება დიდ ვადებზეც, როგორც აბორტის პირველი ეტაპი, რის შემდეგაც კეთდება ჩვეულებრივი გამოფხეკა.

წინასწარი გამოკვლევა

მინი-აბორტის პროცედურის ჩატარებისათვის აუცილებელია წინასწარი გამოკვლევა, ისევე როგორც ჩვეულებრივ აბორტამდე: სისხლის ანალიზი აივ ინფექციაზე, ჰეპატიტზე, სიფილისზე, ნაცხი ფლორაზე.
ნაცხში ცვლილებების აღმოჩენისას აბორტამდე ტარდება მკურნალობა ანთების აღმოსაფხვრელად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აბორტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ანთებითი გართულებები – საშვილოსნოს დანამატების ანთება, ენდომეტრიტი და სხვა.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

მინი-აბორტის პროცედურა ითვლება დამზოგველად საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკასთან შედარებით, ვინაიდან საშვილოსნოს კედლები ნაკლებად ტრავმირდება, თუმცა მინი-აბორტის შემთხვევაშიც საშვილოსნოს დაინფიცირებისა და ტრავმების რისკი მაინც რჩება.
გარდა ამისა, მინი-აბორტი სასურველია ჩატარდეს ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ, რადგან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მცირე ზომის გამო შესაძლებელია ორსულობის შენარჩუნება ან მისი ნაწილის დარჩენა საშვილოსნოს ღრუში.

კონტრაცეფცია

არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გაცილებით უსაფრთხოა კონტრაცეფცია, ვიდრე უკვე დამდგარი ორსულობის ხელოვნურდ შეწყვეტა.  კონტრაცეპტივების და პრეზერვატივების გამოწერა შეგიძლიათ ამაზონიდან.


ვაკუუმ-ასპირაციაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ვაკუუმ-ასპირაციის დროს ხდება ემბრიონისა და ქირიონის ქსოვილების ექსტრაქცია საშვილოსნოს ღრუდან უარყოფითი წნევის შექმნის გზით ორსულობის ადრეულ ვადებზე მისი შეწყვეტის მიზნით (მინი-აბორტი).
💉 ამასთან, საშვილოსნოს ღრუში შეყავთ სტერილური თხელი მილი, რომელიც დაკავშირებულია ვაკუუმ-ექსტრაქტორთან.
🕹 აპარატის ჩართვის შემდეგ, საშვილოსნოს ღრუში იქმნება უარყოფითი წნევა, რისი წყალობითაც ექიმის მანიპულირების დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ქორიონის ქსოვილები ან საშვილოსნოს სხვა შემადგენელი ცილდება.
❗️ მინი-აბორტის პროცედურის ჩატარებისათვის აუცილებელია წინასწარი გამოკვლევა, ისევე როგორც ჩვეულებრივ აბორტამდე:
✅ სისხლის ანალიზი აივ ინფექციაზე;
✅ ჰეპატიტზე;
✅ სიფილისზე;
✅ ნაცხი ფლორაზე;
🩸 მინი-აბორტის პროცედურა ითვლება დამზოგველად საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკასთან შედარებით, ვინაიდან საშვილოსნოს კედლები ნაკლებად ტრავმირდება, თუმცა მინი-აბორტის შემთხვევაშიც საშვილოსნოს დაინფიცირებისა და ტრავმების რისკი მაინც რჩება.
👉 შეიტყვეთ მეტი ვაკუუმ-ასპირაციის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3SeuWwo
#ვაკუუმასპირაცია #რაარისვაკუუმასპირაცია #ვაკუუმასპირაციისუპირატესობეი #ვაკუუმასპირაციისნაკლი #მინიაბორტი #აბორტი #ორსულობა #არასასურველიორსულობა #კონტრაცეფცია #კონტრაცეპტივები #ორსულობისტესტი #ანალიზებიორსულობისას #გესტაციურიასაკი #არტერიულიწნევისგაზომვა #სისხლისანალიზი #აივინფექცია #ჰეპატიტი #სიფილისი #ვაკუუმექსტრაქტორი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♥ პრეზერვატივები ,,ამაზონზე” >>
♥ ქალის კონტრაცეპტივები ,,ამაზონზე” >> 


♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა
♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

.