ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა უცხოეთში

ნევროლოგიური დაავადებები – ეს არის პათოლოგიური პროცესების ჯგუფი, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში განვითარებულია ნევროლოგია, ნეიროქირურგია და ნეიროანდროლოგია – ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური მედიცინის განშტოებები.

რომელი დაავადებების სამკურნალოდ მიდიან უცხოეთში ?

გერმანიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში  შესაძლებელია პრაქტიკულად ნერვული სისტემის ნებისმიერი დაავადების მკურნალობა. მაგრამ პაციენტები ყველაზე უფრო ხშირად მიმართავენ უცხოურ ექიმებს მძიმე პათოლოგიების განვითარებისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს.

კლინიკებში შესაძლებელია მიაღწიოთ დაავადებების მყარ რემისიას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხარისხიანი ქირურგიული მკურნალობის ჩატარება. რაც აღმოფხვრავს დაავადებას მთლიანად ან დაეხმარება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხანგრძლივი დროთ.

დაავადებები, რომლებითაც ყველაზე უფრო ხშირად მიმართავენ უცხოურ კლინიკებს:

  • ინსულტი;
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება;
  • ალცჰაიმერის დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • პოლინევროპათია;
  • ALS ამიტროპული გვერდითი სკლეროზი
  • ცნს-ის ტრავმები

ხშირად პაციენტები მიდიან უცხოეთში, დიაგნოსტიკისათვის, როდესაც ჯერ კიდევ არ იციან, რომელმა პათოლოგიურმა პროცესმა ხელი შეუწყო ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამოვლენას. ავადმყოფები მიმართავენ ძლიერი თავის ტკივილით, მამოძრავებელი ან მგრძნობელობითი დარღვევებით, ტრემორით, მეხსიერების მკვეთრი გაუარესებით და სხვა ჩივილებით. ყველა მათგანი იღებს მაღალკვალიფიციურ დახმარებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხარისხს.


უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


უცხოეთში მკურნალობის უპირატესობები 

ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მაგრამ პათოლოგიების აღნიშნული ჯგუფი რთულად ექვემდებარება მკურნალობას. აქედან გამომდინარე, მკურნალობა უფრო წარმატებულად მიმდინარეობს კლინიკებში, სადაც კარგი მატერიალური მხარდაჭერა აქვთ.

ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა უცხოეთშისამედიცინო ტურიზმის წამყვანი ქვეყნების უპირატესობებია:

  • დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები. გამოიყენება მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურები, რომლებიც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს პათოლოგიური პროცესის ზუსტი ლოკალიზაცია და შეფასდეს მისი გავრცელება. ეს საშუალებას იძლევა შემდგომში დაიგეგმოს ოპტიმალური თერაპიული ტაქტიკა.
  • მცირე ინვაზიური ოპერაციების ჩატარება.  ექიმები ცდილობენ ჩაატარონ მცირედ ინვაზიური ქირურგიული ჩარევები, თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. ამგვარი ოპერაციები არ საჭიროებენ ქალას ტრეპანაციას, აქედან გამომდინარე რეაბილიტაციის პერიოდი მათ შემდგომ ნაკლებია, ისევე, როგორც ნევროლოგიური დეფიციტის რისკი ჩარევის შემდგომ. ოპერაციები თავის ტვინზე ხშირად ხორციელდება ცხვირის გზით მიდგომით, ქალას ძვლების მინიმალური გახვრეტით ან სისხლძარღვების საშუალებით. ზურგის ტვინზე ოპერაციები ძირითადად ტარდება ვიდეო ენდოსკოპიური აღჭურვლობის გამოყენებით.
  • გაფართოებული სტერეოტაქსიკური ქირურგია. ეფექტურად გამოიყენება არა მხოლოდ გამა-დანა და კიბერ-დანა, რომლებიც არის მსოფლიოს მრავალ კლინიკებში, არამედ ასევე პროტონული თერაპია. ეს ძვირადღირებული, მაგრამ ყველაზე უფრო ზუსტი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა მოცილდეს თავის ტვინის ახალწარმონაქმნი ზუსტი დამიზნებით მილიმეტრის ათეული ნაწილით. ეს საშუალებას აძლევს ექიმს ზემოქმედება მოახდინოს მხოლოდ პათოლოგიურ მონაკვეთზე, ისე, რომ არ დააზიანოს გარშემომყოფი ჯანსაღი ქსოვილები.
  • სამედიცინო დახმარების დროული გაწევა. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად წარმოადგენენ საფრთხეს პაციენტის სიცოცხლისათვის. ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია ავადმყოფის მდგომარეობის გამწვავება. განვითარებულ ქვეყნებში ნევროლოგიური ცენტრები და განყოფილებები აღჭურვილია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის პალატებით. საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფი მიიღებს დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.
  • მკურნალობის უახლესი მეთოდები. განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება, როგორც საკუთარი,  ასევე მსოფლიო გამოგონებები ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის სფეროში. აქ კარგადაა განვითარებული უჯრედული თერაპია. ღეროვანი უჯრედები ეფექტურად გამოიყენება ნეიროდეგენერაციული ხასიათის დაავადებებისას. თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობაში ჩართულია გენური და იმუნური თერაპია. ზოგიერთი დაავადებების დროს გამოიყენება მაგნიტური სტიმულაცია თავის ტვინის ან ნეიროსტიმულატორის იმპლანტაცია.
  • ახალი მედიკამენტები. განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად მუშავდება ახალი სამკურნალო საშუალებები. გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ჯერ კიდევ არაა დარეგისტრირებული სხვა ქვეყნებში. ისინი უფრო მეტად ეფექტური და უსაფრთხოა. მკურნალობის კურსის შემდეგ განვითარებულ ქვეყნებში პაციენტს შეუძლია თან წაიღოს საჭირო მედიკამენტები მედიკამენტოზური თერაპიის კურსის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში.
  • მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები. პაციენტების მკურნალობაში ბევრი რამაა დამოკიდებულია არა მხოლოდ გამოყენებულ მეთოდიკაზე, არამედ ასევე ექიმის კვალიფიკაციაზე. განვითარებულ ქვეყნებში მუშაობენ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნევროლოგები მსოფლიოში. ისინი უზრუნველყოფენ საუკეთესო შედეგებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების თერაპიაში.

გადასვლა >> 1. კონსულტაციები და მკურნალობა უცხოეთში 2.  ნერვული სისტემის დაავადებები


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..