როდის უნდა გადავრგოთ ყვავილები

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


როდის უნდა გადავრგოთ ყვავილები

გაზაფხული – ის პერიოდია, როცა მცენარეებს გადარგვა და სათუთად მოვლა სჭირდება. გაზაფხული მცენარეებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგანაც მთავრდება ზამთარი და იწყება გაზაფხული. მზის ნათება უფრო შესამჩნევი ხდება, როგორც ჩვენთვის, ასევე მცენარეებისთვის. ყველა მცენარეს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, ამიტომ ასე საზოგადოდ ვერ ვიტყვით, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამა თუ იმ მცენარეს. ეს მის სახეობაზეა დამოკიდებული.
განსაკუთრებული ყურადღება იმ მცენარეებს უნდა მივაქციოთ, რომლებიც გაზაფხულზე ჯერ კიდევ ისვენებენ. მათ დროულად უნდა მოვაცილო დაზიანებული ადგილები, ძველი და გამხმარი ფესვები, გადავრგოთ ახალ მიწაში, მოვრწყათ და მივუჩინოთ ადგილი, რაც შეიძლება ახლოს მზესთან, რათა სინათლით იკვებონ.
ხალბედა მეყვავილეები ჩივიან, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა ან ფოთლები გაუხმათ. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს – სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის არარსებობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი ნესტი. ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება ყვავილის მოწყენა ან მავნებლების დასევა გამოიწვიოს. მავნებლების, ზედმეტი სინოტივის ან სიმშრალის შემჩნევა არც თუ ისე ძნელია, ამიტომ თუ ზემოთ ჩამოთვლილს გაითვალისწინებთ, ადვილად აარიდებთ ოთახის მცენარეებს სხვადასხვა პრობლემებს.
თუ მეყვავილე გამოუცდელია და ვერც მავნებლებს, ვერც მიწის სიმშრალეს ან სინოტივეს ამჩნევს, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან და გულისყურით დაათვალიერეთ მისი ფესვები, შეიძლება ზუსტად იქ ჰქონდეთ ბინა მავნებლებს დადებული. შემდეგ კი ფრთხილად გაასუფთავეთ მცენარის ფესვები მავნებლებისაგან, ისე, რომ მისი ფესვები არ დააზიანოთ. მისი მოწყენის მიზეზი ასევე შეიძლება მცირე ზომის ქოთანი იყოს. ამ დროს დიდი ზომის ქოთანში უნდა გადარგოთ და შესაბამისად, მიწაც გამოუცვალოთ.
რატომღაც ყველა იმას ფიქრობს, რომ თუ მცენარეს დიდ ქოთანში მოათავსებენ და ბევრ მიწას ჩაუყრიან, მათი მცენარეც უკეთესად იგრძნობს თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ქოთნის გამოცვლა მხოლოდ მაშინაა აუცილებელი, თუ მცენარის ფესვებმა მიწის ზედაპირზე ამოაღწია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ახალი ქოთანი თქვენი მცენარისთვის შეიძინოთ. მაგრამ არსებობს წესი, რომლის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ქოთანი ძველზე აუცილებლად 3–4 სანტიმეტრით დიდი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში, მეტით.


>>> თესლები

..

Share this...Share on Facebook
Facebook