წყლის დასხმა ყვავილებისათვის

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


წყლის დასხმა ყვავილებისათვის
წყლის სიხისტის შემცირება ტორფის დამატებით შეგიძლიათ. ამისთვის 10 ლიტრ წყალში 100 გრ ახალი ტორფი დაამატეთ. ტილოს ტომარაში მოთავსებული ტორფი 1 დღე-ღამით სათლში ან წყლის რაიმე ჭურჭელში ჩადეთ. თუ წყლის სარწყავად გამოყენება მალევე გინდათ, ის ტორფის თვითნაკეთ ფილტრში გაატარეთ. ამისთვის აიღეთ ყვავილის დიდი ქოთანი კარგი სადრენაჟო ნახვრეტით, ფსკერზე უხეში ტილოს ხელსახოცი დააფინეთ და ფხვიერი ტორფით აავსეთ. შემდეგ ქოთანი სათლზე დადეთ და სათლში წყალი ქოთნის გავლით, ანუ ტორფის ფილტრის გავლით ჩაასხით.
წყლის დარბილება სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით
ეს მეთოდი თქვენგან სიზუსტესა და აკურატულობას მოითხოვს. წყლის დასარბილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყიდვაში არსებული სპეციალური აბები ან თხევადი საშუალებები. ეს პრეპარატები შეიცავს მჟავებს, რომლებიც წყალში ჩასხმისას მასში არსებულ კირს ანეიტრალებს. პრეპარატის რაოდენობა წყლის სიხისტის დონეზეა დამოკიდებული და შეფუთვაზე იქნება აღნიშნული.
რაზეა დამოკიდებული მცენარის წყლის მოთხოვნილება
ყველაფერი ძალიან იოლი იქნებოდა, ყოველ მცენარეს დროის გარკვეული შუალედის შემდეგ წყლის ყოველთვის ერთნაირი ოდენობა რომ ჭირდებოდეს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, რადგან წყლის მოთხოვნილება სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული და წლის განმავლობაში ძლიერად იცვლება.
ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი მცენარის წარმოშობაა. თუ გვეცოდინება, რა პირობებში ცხოვრობს მცენარე მის სამშობლოში, მორწყვის შესახებ ბევრ ფასეულ ინფორმაციას შევიტყობთ. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს მცენარის წყობასა და გარეგნულ იერსახეს.
შედარებით ცოტა წყალი ჭირდება:

უხეშკანიან ან ცვილოვანი ნადებით დაფარულფოთლებიან მცენარეებს;
სქელფოთლებიან მცენარეებს და კაკტუსებს, რადგან ისინი წყლის მარაგს დიდი ხნის განმავლობაში ინახავენ.
შედარებით ბევრი წყალი ჭირდება:
დიდ, მსუბუქფოთლებიან მცენარეებს;
ბევრფოთლებიან მცენარეებს.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მცენარის ასაკი. უფრო ახალგაზრდა მცენარეს ფესვების სისტემა ძალიან ძლიერად არ აქვს განვითარებული და მას რეგულარული, მაგრამ არა ძალიან უხვი მორწყვა ჭირდება, მაშინ როცა უფროს, კარგად განვითარებულ ფესვთა სისტემიან მცენარეს ურჩევნია ის იშვიათად, მაგრამ საკმაოდ უხვად მორწყან.
წყლის მოთხოვნილებას მცენარის განვითარების ფაზებიც განსაზღვრავს. ზრდის პერიოდი, როგორც წესი, გაზაფხულიდან შემოდგომამდეა და ამ დროს მცენარეს ბევრი წყალი ჭირდება. ყვავილობის პერიოდში მცენარეს წყლის მოთხოვნილება კიდევ უფრო ეზრდება. ცნობილია, რომ აყვავებულ აზალიას ზამთარშიც უხვად მორწყვა ჭირდება.
ზოგიერთ მცენარეს დროდადრო მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი სიმშვიდის პერიოდი ეწყება. ჩვეულებრივ, ეს ზამთარში ხდება. ამ დროს მცენარე მინიმალურად უნდა მორწყოთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი წყლის მიწოდება საერთოდ უნდა შეწყვიტოთ, რადგან მცენარეს შეიძლება ფესვები დაულპეს.
მცენარის წყალზე მოთხოვნილება უშუალოდ არის დამოკიდებული გარე პირობებზე: ტემპერატურასა და განათებაზე. რაც უფრო თბილი და ნათელია ოთახი, მით მეტი წყალი ჭირდება მცენარეს. თუმცა ზამთარშიც კი, როცა განათების ინტენსივობა მცირდება, მცენარის წყალზე მოთხოვნილება ისევ მაღალი შეიძლება იყოს. გამათბობელი მოწყობილობები, რომლებიც მცენარის ახლოს დგას, იწვევს წყლის აორთქლების მატებას როგორც ფოთლებიდან, ისე ნიადაგის ზედაპირიდან და ქოთნის კედლებიდანაც.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ყვავილის ქოთნის ტიპიც. ყველაზე გავრცელებულია თიხისა და პლასტმასის ქოთნები. თიხის ქოთანში ჩარგულ მცენარეს მეტი წყალი ჭირდება, ვიდრე პლასტმასის ქოთანში ჩარგულს. უნდა გაითვალისწინოთ ასევე ქოთნის ზომა. დიდ ქოთანში მიწა მეტ ტენს ინახავს, ვიდრე პატარაში.
და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ მიწის შემადგენლობას. ოთახის მცენარისთვის დამზადებული სპეციალური ნარევები სხვა მახასიათებლებთან ერთად ტენის შეწოვისა და შენარჩუნების უნარითაც გამოირჩევა. ასევე, სუფთა ტორფი გაცილებით კარგად იკავებს წყალს, ვიდრე ქვიშიანი ნიადაგი.
როდის უნდა მორწყათ მცენარეები
მორწყვისას შეცდომებს საკმაოდ ხშირად უშვებენ. ბევრი მცენარის წყალზე მოთხოვნილებას აჭარბებს და ხელმძღვანელობს პრინციპით: „რაც მეტი, მით უკეთესი“. ასეთ ფლორისტებს ძალიან აკვირვებთ ფაქტი, რომ მათი მცენარეები მაინც ცუდად იზრდება. და მხოლოდ მერე ხვდებიან, რომ ჯობს ნაკლები, ვიდრე ბევრი. უბრალოდ, უნდა ისწავლოთ ამის შემჩნევა.
მცენარეს მორწყვა ჭირდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიადაგში არსებული ტენის დიდ ნაწილს გამოიყენებს. მეორე მხრივ, წყლის ნაკლებობის მანიშნებელი სიმპტომების გაჩენას არ უნდა ელოდოთ. როცა მიწა ზედმეტად შრება, ის ქოთნის კიდეებს სცილდება და მორწყვისას წყალი მომენტალურად იღვრება ქოთნიდან, ნიადაგში არ შეიწოვება და შესაბამისად, ვერც მცენარის ფესვებამდე აღწევს. რასაკვირველია, ეს დაუშვებელია.
მიწის ტენიანობა ხშირად უნდა ამოწმოთ. ყველაზე მარტივი მეთოდი ხელით მოსინჯვაა. დააჭირეთ საჩვენებელი თითი ისე, რომ მიწაში დაახლოებით 1 სმ-ით ჩაეფლოს. თუ იგრძნობთ, რომ მშრალი ზედაპირის მიუხედავად მიწა შიგნით ჯერ კიდევ საკმარისად ტენიანია, სარწყავის ხელში აღებას ნუ იჩქარებთ. იმ შემთხვევაში, როცა მცენარის ზომა ამის საშუალებას იძლევა, აიღეთ ქოთანი და წონა მოსინჯეთ. თუ მიწაში ცოტა წყალია, ქოთანი საკმარისად მსუბუქი იქნება. ორივე მეთოდით იგებთ მიწის შიგნით ტენის არსებობის შესახებ.
განსაკუთრებით მოსახერხებელია ეს მეთოდი, როცა ყვავილები პლასტმასის ქოთანში გაქვთ, რადგან მათი საკუთარი წონა ძალიან მცირეა. რაც შეეხება, თიხის ქოთნებს, ყურადღება მიაქციეთ მის კედლებს: თუ ისინი მუქ-წითელი ფერისაა, ეს ადასტურებს, რომ ნიადაგში საკმარისი ტენია, ხოლო თუ ქოთნის კედლები მოყვითალო ფერს იძენს, ე.ი. მიწა მშრალია. ე.წ. „მიკაკუნების მეთოდი“ უფრო რთულია და გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. აიღეთ ქოთანი ხელში და ფანქრით, ხის ჯოხით ან ფრჩხილით მიუკაკუნეთ. თუ მიწა ტენიანია, ხმა შედარებით ყრუ იქნება, ხოლო თუ მშრალი — უფრო ხმოვანი.
ჭარბი ან არასაკმარისი მორწყვის ნიშნები
რიგი ნიშნების მიხედვით დამწყები ფლორისტებიც იოლად მიხვდებიან, როდის იტანჯება მცენარე უწყლობით. მიწა მშრალია და ქოთნის კედლებს მოშორებულია, ხისმსგავს მცენარეებს დაუჭკნათ ფოთლები, ბალახოვნებს კი ფოთლებთან ერთად ღეროც. სხვა ნიშნები აჩვენებს, რომ მართალია მცენარე რეგულარულად ირწყვება, მაგრამ ის წყლის საკმარის ოდენობას მაინც ვერ იღებს. ამის ნიშანია მცენარის წვერებისა და ფოთლის კიდეების გაყავისფრება, კოკრებისა და ყვავილების ჩამოცვენა, ფოთლები გამქრქალება.
ზედმეტი მორწყვისას ფესვების დალპობის საფრთხე იქმნება. შედეგი კი ფატალურიც შეიძლება იყოს. როცა ფესვები ლპება, წყალი მცენარემდე ვეღარ აღწევს და ის იქცევა იგივენაირად, როგორც წყლის უკმარისობისას. ამიტომ თუ თქვენმა მცენარემ „ყურები ჩამოყარა“, პირველ რიგში მიწის ტენიანობა შეამოწმეთ და თუ ის სველია, ეცადეთ ფრთხილად ამოიღოთ მცენარე ქოთნიდან.
თუ მიწა ქოთნიდან იოლად არ ამოდის, მსუბუქად დაუკაკუნეთ ქოთანი რაიმე მაგარ ზედაპირზე. მცენარის ამოღების შემდეგ დაათვალიერეთ მისი ფესვები. ჯანსაღ მდგომარეობაში მისი ბოლოები ღია ფერის, ზოგჯერ თეთრიც კი უნდა იყოს, ხოლო თუ ისინი გაყავისფრებულია და სიდამპლის სუნი ასდის, მოაჭერით დაზიანებული ნაწილები და მცენარე ახალ მიწაში ჩარგეთ.
სწორი მორწყვა
აჯობებს მცენარეები დილაობით მორწყათ, ისინი დღის განმავლობაში წყლის დიდი ნაწილის ათვისებას შეძლებენ. თუ მცენარეს ზემოდან, სარწყავით რწყავთ, დღისით ფოთლები გაშრობას ასწრებს. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ სველი ფოთლები მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ მოხვდეს, თორემ წყლის წვეთებმა შეიძლება ლინზის როლი შეასრულოს და დამწვრობები გამოიწვიოს.
მცენარეების უმრავლესობისთვის მისაღებია როგორც ზემოდან, სარწყავით, ისე წყლიანი სადგამის მეთოდით მორწყვა. თუმცა ზოგიერთ მცენარეს, მაგალითად ციკლამენს და უზამბარულ იას არ უყვარს, როცა წყალი ფოთლებზე ან კოკრებზე ხვდება. ამიტომ ისინი ქვემოდან უნდა მორწყოთ.
რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რაოდენობა. ზრდასრულ მცენარეებს იშვიათად, მაგრამ უხვად რწყავენ. ქოთნის ძირზე აუცილებლად უნდა იყოს სადრენაჟო ნახვრეტი, რათა ზედმეტი წყალი სადგამზე ჩავიდეს. თუ მიწა გამშრალია, წყალი ნახვრეტში მაშინვე გადის და მხოლოდ შემდეგ შეიწოვება მიწაში. თუ მორწყვიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სადგამზე წყალი ისევ დარჩა, აუცილებელია მისი გადასხმა, რომ მიწის ზედმეტად დატენიანება თავიდან იქნას არიდებული.
ზოგიერთი მცენარის თავისებურებები
ზოგიერთ მცენარეს მორწყვისადმი განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. ბრომელიასებრთა უმრავლესობას ფესვების სისტემა საკმაოდ სუსტი აქვს და ფაქტობრივად, მხოლოდ მცენარის დაჭერას ემსახურება. ისინი წყალსა და საკვებ ნივთიერებებს ფოთლებიდან იღებენ. ამიტომაც უნდა იზრუნოთ, რომ მათი ცენტრალური ძაბრი მუდმივად სავსე იყოს წყლით. სხვა ბრომელიასებრნი, მართალია, ფოთლებისგან ძაბრისებურ ფორმებს არ აკეთებენ, მაგრამ წყალსა და საკვებ ნივთიერებებს მაინც მხოლოდ ფოთლებიდან იღებენ.
არის მცენარეები, რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად ჭირდება მორწყვა. ჰორტენზია და ასპარაგუსი ზრდის პერიოდში უხვ მორწყვას საჭიროებს, მათი მიწა მუდმივად სველი უნდა იყოს. განსაკუთრებით ბევრ ტენს აორთქლებს ჰორტენზიის დიდი ფოთლები, აუცილებლობის შემთხვევაში, მას დღეში ორჯერაც რწყავენ. Scirpus, Pogonatherum და ციპერუსს (Cypems involucratus) ფესვები სულ სველი უნდა ქონდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ქოთანს წყლიან სადგამზე დადგამთ. გარდა ამისა, ამ მცენარეებს ხშირად უნდა შეაფრქვიოთ წყალი, თორემ ფოთლების წვეროები და კიდეები უსიამოვნო ყავისფერს შეიძენს.


>>> თესლები

..