რჩევები დამწყებ მეყვავილეებს

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


რჩევები დამწყებ მეყვავილეებს
ახალბედა მეყვავილეები ხშირად წუწუნებენ,რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა, ფოთლებიჩამოყარა. რისი ბრალია ეს? მოდი,დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმეგავრცელებული მიზეზი. სინათლისდეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა,ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრიმერყეობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტისინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ანსიჭარბე – ასეთია იმ მიზეზების არასრული სია,რომლებმაც შეიძლება ყვავილის ავადმყოფობა დამავნებლებით დასნებოვნება გამოიწვიოს. ნიადაგისგამოშრობა ან ზედმეტი სინოტივე ადვილი შესამჩნევია.არც მავნებლების შემჩნევაა რთული.
თუ ხედავთ, რომ ნიადაგი არც ზედმეტად მშრალია დაარც ზედმეტად ტენიანი, ვერც მავნებლებს ამჩნევთ,აუცილებელია, მცენარე ქოთნიდან ამოიღოთ და კარგადდაუთვალიეროთ ფესვები – არ არის გამორიცხული,მავნებლებს სწორედ იქ ედოთ ბინა. თუ მავნებლებს ვერხედავთ, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ მიწა ფესვებით არისსავსე, ესე იგი მცენარის უგუნებობის მიზეზი პატარაქოთანი და საკვების დეფიციტია. ასეთ დროს ყვავილიდიდ ქოთანში უნდა გადარგოთ და ქოთანი ახალიმიწით შეავსოთ.
თუ შეამჩნიეთ, რომ ფესვები მომპალია, აუცილებელიადაზიანებული ნაწილების მოცილება და მცენარისგადარგვა. თუ შეამჩნიეთ, რომ მიწა ალაგ-ალაგ მშრალია,უნდა მიიღოთ ზომები ნიადაგის თანაბარიდატენიანებისთვის. ზოგჯერ ვერც მიწას და ვერცფესვებს ვერავითარ ცვლილებას ვერ ვამჩნევთ. ამშემთხვევაში მიზეზი სინათლის უკმარისობა ან ჰაერისსიმშრალე იქნება. პირველ შემთხვევაში ქოთანი ნათელადგილას უნდა გადავიტანოთ, ხოლო მეორეშემთხვევაში აუცილებელია მისი რეგულარულიდატენიანება – წყლის წვრილი ჭავლის დასხმა.
დაბოლოს, აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთმცენარის გარეგნულ იერს. არ არის გამორიცხული,ფოთლები ძლიერ იყოს დაბინძურებული და მცენარესსუნთქვა უჭირდეს. ზოგიერთი ყვავილების მოყვარულიკვირაში (ან თვეში) ერთხელ უწყობს მცენარეს “შხაპს”. ესძალიან კარგია. უფრო უკეთესია, თუ ფოთლებს რბილისველი ღრუბლით გავწმენდთ. ასეთი წყლისპროცედურები ძალიან კარგად მოქმედებს ოთახისმცენარის მდგომარეობაზე. სპეციალისტთა რჩევებისთანახმად, პარაზიტებისა და სოკოებისგან მცენარისდასაცავად “ბანაობასთან” ერთად კარგია პერიოდულადთამბაქოს ნაყენის გამოყენებაც. გარდა ამისა,აუცილებელია, დროულად შეველიოთ გამომშრალ,დამჭკნარ ფოთლებს – ხშირად სწორედ იქ იბუდებენპარაზიტები. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ქოთნებისსისუფთავეზეც, დროულად მოვაცილოთ მათ მტვერი დაობი, შევამოწმოთ, ხომ არ არის დახშული ქოთნისფსკერზე არსებული ნაჩვრეტი. რეგულარულად არისსაჭირო ქოთანში ნიადაგის გაფაშრება, სარეველებისმოცილება, ოღონდ ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს.
ვეცდებით, განვიხილოთ ქოთნის მცენარეთა ზოგიერთიცვლილება და მათი მიზეზები:

ფოთლების კიდეები შრება, შემდეგ ხმება, ყავისფრდება, ფოთლები ყვითლდება და ცვივა. ამისმიზეზი ჰაერის ზედმეტი სიმშრალეა. ჩვეულებრივ,როცა ჰაერის სიმშრალე ნორმას ოდნავ აღემატება,ხოლო მცენარეს დიდი ფოთლები აქვს, ცვლილებებიმხოლოდ ფოთლის კიდეს ეხება, თუმცა თუ მცენარემცირეფოთლიანია, შესაძლოა, ფოთლებიჩამოცვივდეს კიდეც.
თუ მიწა ზედმეტად დატენიანდა, ქვედა ფოთლებიყვითლდება. თუ ზომები დროულად არ მივიღეთ,ფოთლები გაუფერულდება, ნახევრად გამჭვირვალეგახდება, შემდეგ დაიწყება ფესვების, ღეროს ლპობა.
თუ ნიადაგიც ზედმეტად არის დატენიანებული დაოთახშიც მაღალია ტენიანობა, ფოთლებზე ჩნდებაქერქოვანი წანაზარდები. ეს არის წყალმანკის -მცენარის დაავადების ნიშანი.
როცა მცენარეს წყალი აკლია, ფოთლებიდრეკადობას კარგავს, შრება და ცვივა. ამმდგომარეობას ნიადაგის დატენიანებით უნდა
“ვუმკურნალოთ”, თუმცა ნიადაგის ძლიერიგამოშრობის შემთხვევაში
მორწყვაც ჭირს, ვინაიდან წყალი ცუდად შეიწოვება,ამიტომ ჯობს, ქოთანი მთლიანად მოვათავსოთოდნავ შემთბარ წყალში, რათა ნიადაგი კარგადდატენიანდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემააფოთლების დამწვრობა – ყველა მცენარე როდიიტანს მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას…დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია მზისსხივების ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. მსგავსშემთხვევებში დაზიანებული ფოთლები უნდამოვაცილოთ, მცენარეს კი დღის ცხელ პერიოდშიმოვუჩრდილოთ ხოლმე.
ზედა ფოთლები დრეკადობას არ კარგავენ, მაგრამყვითლდებიან. უმეტესად ეს ნიადაგში კალციუმისჭარბი შემცველობის შედეგია. ამ შემთხვევაშინიადაგი ნაკლებად ხისტი წყლით უნდა მოვრწყოთ.
ჭარბი ფოთოლცვენა ნიადაგის ზედმეტისინოტივის ან ცივი ორპირი ქარის ბრალია.
ძველი ფოთლების გაყვითლება ზაფხულშიმაკროელემენტების უკმარისობაზე ან ნიადაგისგამოშრობაზე მეტყველებს, ხოლო ზამთარშისინათლის დეფიციტს ან ღამით მაღალტემპერატურას უკავშირდება.


>>> თესლები

..