როგორ მოვუაროთ ქოთნის მცენარეებს

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


როგორ მოვუაროთ ქოთნის მცენარეებს
“თუ სახლში ყვავილი გყავთ…”  როგორ მოვუაროთ ქოთნის ყვავილებს. პროფესიონალის რჩევები თქვენთვის, ვისაც მცენარეები გიყვართ…
ქოთანი – როგორი? ხშირად ფიქრობენ, რომ რაც უფრო დიდ ქოთანს უყიდიან და რაც უფრო მეტ მიწას ჩაუყრიან, მათი მცენარე თავს უკეთ იგრძნობს. არაა ასე. ახალი ქოთანი ძველზე სამი სანტიმეტრით უნდა იყოს დიდი. არავითარ შემთხვევაში მეტით. არსებობს ყვავილები, რომლებიც რაც უფრო პატარა ქოთანში არიან, მით უფრო კარგად ყვავიან. მაგალითად, ყველასათვის კარგად ნაცნობი ამარილისი შეიძლება 4-5 წელიწადს არ აყვავდეს, თუ დიდ ქოთანში მოვათავსებთ. ქოთნის გამოცვლა მაშინაა საჭირო, თუკი შენიშნავთ, რომ ქვევიდან ფესვები გამოუვიდა, ან ფესვებმა მიწის ზედაპირზე ამოაღწია. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ მიწის ზედა ფენა აიღოთ და ახალი მიწით შეავსოთ. ან – სასუქი მისცეთ. დეკორატიული მცენარეების მოყვარულებმა იციან, როცა ქოთანს ვახსენებთ, იგულისხმება, რომ ქვემოთ ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. არსებობს მეორე “ქოთანი” კაშპო, რომელიც უცხოეთში ათეული წელია ცნობილია. ეს გახლავთ დეკორატიული ჭურჭელი, რომელსაც ქვემოთ ნახვრეტი არ აქვს და ემსახურება იმას, რომ მასში ჩავდგათ ქოთანი (და არა პირდაპირ ჩავრგოთ მცენარე) ანუ სილამაზის ფუნქცია აკისრია.
როდის გადავრგათ? საერთოდ, ყველა მცენარეს სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. სახლში მცენარის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. ის ხომ ცოცხალი ორგანიზმია… კარგად უნდა იცნობდეთ, რა ჰქვია, რა უყვარს, რა არ მოსწონს და ამისდა მიხედვით მოუაროთ. კლასიკური სტანდარტით ითვლება, რომ ოთახის მცენარე გადარგვას, გაკრეჭვას, წესრიგში მოყვანას გაზაფხულზე საჭიროებს. გაზაფხულზე ბინებში გათბობის სეზონი მთავრდება. ეს საკმაოდ სტრესული მდგომარეობაა მცენარეებისთვის. რით დავეხმაროთ? ახალი ქოთანი და ახალი მიწა შევიძინოთ, სასუქი მივცეთ…
როგორ ვკვებოთ მცენარე? ხშირად ვიტამინებს ხსნიან წყალში და ყვავილებს უსხამენ… ეს არასწორი მიდგომაა. მცენარეს მართალია სჭირდება დამატებითი საკვები, მაგრამ მისი დამატებითი საკვები სასუქია და არა `ვიტამინი”. არ გირჩევთ ორგანული სასუქის (იგივე ნაკელი) გამოყენებას. რადგან შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს, ან სულაც დოზირება ვერ დავიცვათ. ზედმეტი სასუქი კი (როგორც ადამიანისთვის წამლის ჭარბი დოზა) იგივე შხამია. იყიდება კომპლექსური სასუქები, რომლებიც სპეციალურად ქოთნის ყვავილებისთვისაა განკუთვნილი. მათში ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებაა. როცა მცენარე ახალგადარგულია, ითვლება, რომ ახალი მიწა ყველა საჭირო კომპონენტით გაჯერებულია, ამიტომ დამატებითი სასუქის მიცემას 6 თვის განმავლობაში არ საჭიროებს. საერთოდ ყვავილები სასუქით წელიწადში ერთხელ, ან (ზოგი მცენარის შემთხვევაში) ორჯერ უნდა ვკვებოთ.მცენარე და ყვავილს გააცნია უნდა ვიცოდეთ რომელი მინერალები ესაჭიროება.
როგორ მოვრწყათ? მორწყვის რეჟიმი ინდივიდუალურია. არასწორი მიდგომაა, როცა ვთქვათ ოთხ-ხუთ სხვადასხვა სახეობის მცენარეს ერთნაირად ვუვლით, ერთნაირი ინტერვალით ვრწყავთ. ბევრი მორწყვა არ ნიშნავს კარგ ზრუნვას. არიან მცენარეები, რომლებსაც ძალიან ცოტა წყალი სჭირდებათ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგალითად კაქტუსები და ჩვენში ძალინ პოპულარული “ბარაქის ხე”. რაც უფრო ნაკლებს “იზრუნებთ” მათზე, მით უკეთ იგრძნობენ თავს. მცენარეების დაახლოებით 90%-ს მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდებათ, როცა მათი მიწის ზედაპირი გამშრალია. არსებობენ მცენარეები, რომლებზეც ეს წესი არ ვრცელდება. ასეთებია მაგალითად, ოთახის კალები, ციპერუსი, რომლებსაც ძალიან უყვართ წყალი… მცენარეები ზამთარში უფრო იშვიათად, ზაფხულში კი – ხშირად უნდა მოვრწყათ. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს საღამოს და არა დილას, ან მით უმეტეს – შუადღეს. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს ნადგომი, წინა დღეს აღებული. ჩვენთან, წყალი, მოგეხსენებათ, ხისტია, ამიტომ მისი “დარბილებაა” საჭირო. მინიატურული მცენარეებისთვის ხშირად წყალს ყინავენ (დარბილების მიზნით), შემდეგ ადნობენ და მეორე დღეს იყენებენ სარწყავად. ძალიან ბევრ ოჯახში ახარებენ ოთახის იებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ვერ იტანენ ფოთლების დასველებას. ამიტომ, მორწყვისას, წყალი უშუალოდ მიწაზე უნდა დავასხათ, ისე რომ წყლის ჭავლი ფოთლებს არ შეეხოს. გადავრგეთ, ვკვებეთ, მოვრწყეთ… ახლა – ჰიგიენა. დიდფოთლიანი მცენარეების მოვლა გაცილებით იოლია ჰიგიენის თვალსაზრისით, ვიდრე პატარაფოთლიანების. დიდფოთლიან მცენარეს მტვერი რომ მოვაცილოთ, ამისათვის, ღრუბელი ან ჩვარი უნდა დავასველოთ, გავწუროთ და ფოთლები ფრთხილად გავუწმინდოთ. ოთახის იებზე, ბუსუსიანფოთლება ყვავილებსა და კაქტუსებზე ეს წესი, ცხადია, არ გამოგვადგება. მათი გასუფთავება ფუნჯით
შეგვიძლია. დასაშვებია თმის საშრობის გამოყენებაც, თუმცა ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მცენარე არ დავაზიანოთ.


>>> თესლები

..