ყვავილები და ადამიანის ბუნება

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


ყვავილები და ადამიანის ბუნება
თურმე ადამიანის ბუნება შეიძლება დავახასიათოთ იმ ყვავილების მიხედვით, რომელიც უყვარს.
კაქტუსების მოყვარულები ენაგესლიანნი და მებრძოლი სულისანი არიან, დიდად აფასებენ გონიერებას და სიბრძნეს.
ვარდსა და იორდასალამს უპირატესობას ანიჭებენ ეჭვიანობითა და დიდი ვნებებით დაჯილდოებულები; ეს ყვავილები ნაკლებად იზიდავთ მათ, ვინც სიყვარულს გაურბის და ცხოვრების ეშინიათ.
მიხაკის მოყვარულები დარწმუნებულნი არიან, რომ სამყაროს ცენტრნი და დიდი ფანტაზიორები არიან, სიყვარულის და გრძნობების გამოხატვაში არ უყვართ მკაცრი ჩარჩოების დაცვა.
ზამბახი, გლადიოლუსი, კალა და საერთოდ, მაღალღეროიანი ყვავილები უყვართ დიდბუნებოვან, იმპულსურ და თავისუფალ ადამიანებს.
ია, სამფერა ია, იაჟუჟუნა მოსწონთ ერთი შეხედვით თავშეკავებულ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში მეტად მგრძნობიარენი არიან.
იასამანს ირჩევენ მხიარული, გაწონასწორებული ადამიანები, რომლებიც დიდი სასიცოცხლო ენერგიით გამოირჩევიან
ყაყაჩოსა და ტიტის მოყვარულთა უმეტესობა ორიგინალურნი და ძლიერი ვნებების პატრონნი არიან.
მინდვრის ყვავილებს _ შროშანს, ღიღილოს და გვირილას უპირატესობას ანიჭებენ მშვიდი, სანტიმენტალური ბუნების ადამიანები.
უცხოური, ეგზოტიკური ყვავილები (ორქიდეა და სხვები) მოსწონთ მძაფრი წარმოსახვის უნარის, ფიცხ და ჭირვეულ ადამიანებს.
ხელოვნური ყვავილების სიყვარული იმის ნიშანია, რომ ცხოვრებამ მეწვრილმანე გაგხადათ, ეგოცენტრიზმი, ნაღვლიანობა და აპათია შემოგაპარათ.
უსუნო ყვავილები მოსწონთ თურმე სუსტ და გაუწონასწორებელ ადამიანებს.
ძლიერ მძაფრსუნიანი ყვავილები მოსწონთ უხეშ, თავკერძა და მიკერძოებული მიდრეკილების მქონეთ.
სხვადასხვა სახეობის ყვავილის სიყვარულის ხშირი ცვალებადობა მაღალი ადაპტაციის უნარისა და ჰარმონიულობის ნიშანია.
ახლა რამოდენიმე ყვავილის მნიშვნელობას შემოგთავაზებთ.
გაზაფხულის ეს მშვენიერი და სურნელოვანი ყვავილი სიხარულის გამომხატველია. იასამნისფერი სიყვარულის პირველი ემოციის სიმბოლოდ მიიჩნევა, ხოლო თეთრი ახალგაზრდული უმწიკლოებას აღნიშნავს.
ძლიერი გრძნობების მაუწყებელი იქნება თქვენთვის კამილიები
წითელი- იმ ცეცხლზე მოწმობს, რომელიც გულში გააჩეღეთ
ვარდისფერი- გამოხატავს ვნებას
თეთრი- კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ‘’შეუდარებელი”, “აღმაფრთოვანებელი” ბრძანდებით
ლილია უმწიკლოებაზე მეტყველებს, გარდა ამისა ლილია ხაზს უსვამს ურთიერთობის სიდიადესა და სიწმინდეს
მრავლისმთქმელი იქნება თაიგული, რომელიც მიხაკებისაგან შედგება. ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა ფერის მიხაკს განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია
წითელი- აღტაცება
ყვითელი- იმედგაცრუება
თეთრი- წმინდა სიყვარული
ვარდისფერში კი იგულისხმება, რომ არასდროს დაგივიწყებენ
ზოლიანი მიხაკი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარს ნიშნავს (Let’s stay friends) :)))
თუ საჩუქრად იასამნისფერი მიხაკი მოგართვეს ეს ავტორის კაპრიზულ და მერყევ ხასიათზე მეტყველებს.
ეს ყვავილი ორმხრივ სიმპათიას გამოხატავს
ქრიზანთემების ჩუქება მეგობრებისთვისაა მიზანშეწონილი. ის თითქოს ამბობს, რომ თქვენ შეუდარებელი მეგობარი ბრძანდებით. თეთრი ფერის ქრიზანთემა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სიყვარული არ კვდება, ხოლო ყვითელი ძველი ნდობის აღმნიშვნელია.
წითელი ტიტა სიყვარულის გამჟღავნებაში დაგეხმარებათ, თუ ყვითელი ტიტა გაჩუქეს ესეიგი მიაჩნიათ რომ თქვენი ღიმილი მზის სხივს უტოლდება (შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი :)))) აი თუ თქვენს თაიგულში ჭრელი ტიტებია, უნდა იცოდეთ რომ ‘’საჩუქრის ავტორს’’ ძალიან მოსწონს თქვენი თვალები.
ბევრი მიიჩნევს, რომ ორქიდეა კეთილშობილური ყვავილია. ორქიდეა თაიგულში სიყვარულის, დახვეწილობისა და სხვათაშორის მრავალშვილიანობის სიმბოლოა 🙂


>>> თესლები