ხავსები

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


ხავსები, პაწაწინა ორგანიზმები არიან, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ალბათ ყურადღებას ერთხელაც არ მიაქცევს თავისი ცხოვრების განმავლობაში და რომლებიც მეტისმეტად უმიშვნელოდ გამოიყურებიან თანამედროვეობის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენების გვერდით. სინამდვილეში კი მათი სიცოცხლე ისეთივე საინტერესოა როგორც ნებისმიერი სხვა, ,,უფრო მაღალგანავითარებული” ცოცხალი ორგანიზმის.
ხავსები ხმელეთის ავტოტროფული მცენარეები არიან, უმაღლეს მცენარეთა შორის ყველაზე პრიმიტიული. მართალია იუტუბზე აკვარიუმებში მწვანედმობიბინე მცენარეების ვიდეოებიც ხავსებადაა დასათაურებული, მაგრამ წყალში მობინადრე მცენარეები წყალმცენარეებია, ხავსები კი ხმელეთზე ცხოვრობენ (არსებობს ჰიპოთეზა, რომ ხავსისნაირები, ანუ ბრიოფიტები თავის დროზე წყალმცენარეებისგან განვითარდნენ და ხმელეთზე გადმოსახლდნენ, მაგრამ ეს ჰიპოთეზა თითქმის უარყოფილია). ხავსებსში სამ ძირითად კლასს გამოყოფენ: ანთროცეროტოვანებს, ღვიძლის ხავსს და ღეროფოთლოვან ხავსს. ყველაზე გავრცელებული ჩვენთან ეს უკანასკნელი კლასია, რომელიც ისტორიულადაც ხავსებს შორის ყველაზე გვიან ჩამოყალიბებდა.
ხავსები მრავალწლიანი მცენარეებია და ისინი ხმელეთის თითქმის ყველა ნაწილში სახლობენ, უძლებენ ყველაზე მკაცრ პირობებს და ისეთ ადგილებშიც გვხვდებიან, სადაც სხვა მცენარეები ვერ ძლებენ. ხავსები სიცოცხლის ,,წინამორბედები” არიან, ისინი სხვა მცენარეების განსახლებასაც უწყობენ ხელს და ერთგვარ მწვანე აფიშებს წარმოადგეგენ, რომლებზეც იკითხება ,,აქ სიცოცხლეა, არ ელოდი?!”.
ამ მცენარეებს ფრიად საინტერესო გამრავლების სისტემა აქვთ_ მათ ახასიათებთ სქესობრივი და უსქესო გამრავლება, რომლებიც მონაცვლეობით, ერთმანეთის მიყოლებით ხდება და ამავე დროს ერთ ციკლად ერთიანდება. ერთი ინდივიდის სასიცოცხლო ციკლის დროს ასწრებს მონაცვლეობას სქესიანი და უსქესო თაობა. პირობითად, პირველ თაობად განვიხილოთ გამეტოფიტი, ანუ ის, რასაც ჩვენ ,,ხავსს” ვუწოდებთ_ გამეტოფიტი არის სქესიანი თაობა. ის წარმოადგენს ერთ ღეროს, რომელზეც გამოიყოფა ფესვისმაგვარი დაბოლოება(მაგრამ ეს არაა ფესვი, ხავსები არიან უფესვო მცენარეები, რომლებიც პირდაპირ ღეროთი ემაგრებიან ნიადაგს თუ სხვა ზედაპირს), ფოთლისმაგვარი გამონაზარდები ღეროზე და სასქესო ორგანოები, რომლითაც ბოლოვდება ღერო_მამრი ინდივიდების შემთხვევაში ანთერიდიუმებით და მდედრი ხავსების შემთხვევაში_ არქეგონიუმებით. ანთერიდიუმებში მწიფდება ორშოლტიანი სპერმატოზოიდები, არქეგონიუმებში კი კვერცხუჯრედი.
ხავსებს გამრავლების სქესობრივი ფაზისთვის აუცილებლად ესაჭიროებათ წყალი, წვიმის წყალი ან უბრალო ნამის წვეთიც საკმარისია, რომ მომწიფებული სპერმატოზოიდები ანთერიდიუმებიდან გამოცურდნენ, არქეგონიუმებში მოხვდნენ და კვერცხუჯრედი გაანაყოფიერონ.
სპერმატოზოიდისა და კვერდცხუჯრედის შეერთებით წარმოიქმნება ზიგოტა(ზიგოტა დიპლოიდურია, ანუ მასში ორი ინდივიდის ქრომოსომებია, დიპლოიდურია ასევე სპოროგონიუმი, ხოლო პროტონემა და გემატოფორი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, ჰაპლოიდური), ზიგოტის წიაღში რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარდება სიცოცხლის ახალი ფორმა _ სპოროფიტი (უსქესო თაობა). ზიგოტიდან განვითარებული სპოროგონიუმი უსქესო გამრავლების ორგანოა. ის შედგება ტერფის, ფეხის და კოლოფისგან. ტერფით სპოროგონიუმი, სპოროფიტული თაობა, ემაგრება გამეტოფიტის ღეროს. ტერფი გრძელდება ფეხით, რომელიც, თავის მხრივ ბოლოვდება სპორების კოლოფით. კოლოფში მწიფდება სპორები, შემდეგ კოლოფი იხსნება და სპორები გამოიბნევა.
ნიადაგზე (ან სხვა სასიცოცხლოდ ვარგის ზედაპირზე) მოხვედრილი სპორა ღვივდება და მისგან მრავალუჯრედიანი პროტონემა ვითარდება. პროტონემაზე წარმოიქმნება კვირტები, საიდანაც კვლავ გამეტოფიტური თაობის ერთ ან ორსახლიანი ღეროები ვითარდება (რაკი გამეტოფიტური თაობა სქესობრივად მრავლდება და თან გამრავლება წყლის დახმარებით ხდება, აუცილებელია მდედრი და მამრი ინდივიდები ერთმანეთის გვერდიგვერდ იზრდებოდნენ, რომ გამრავლება შესაძლებელი იყოს). გემატოფიტებს ისევ უვითარდებათ ანთერიდიუმები და არქეგონიუმები და ასე უსასრულოდ… თუმცა, მთლად უსასრულოდაც არა. უსასრულო არაფერია, მათ შორის არც სიცოცხლე, მაგრამ სანამ ის არსებობს უხვად ქმნის მომაჯადოებელ განზომილებებს და სურვილებსა თუ ლტოლვებს, რომელიც ასე უცხოა მატერიის არაცოცხალი ფორმებისთვის და მათ ფონზე იქნებ ძალიან გაუგებარი და სულელურიც გამოჩნდეს ოდესმე, მაშინ, როცა ხავსების გამრავლების წრიულ ციკლსაც და სხვა ყველაფერსაც წერტილი დაესმება, მაგრამ… მანამდე შეგვიძლია უბრალოდ ჩენი სუსტი ძალებით შევეცადოთ რომ ეს წრებრუნვა რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს.

წყარო: https://chankotadze.wordpress.com/2011/02/12/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98/


,,