საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპები

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები, ვიტამინები ორსულთათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპები myomatous polyp

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპებიენდომეტრიუმის ან ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი ეპითელის პათოლოგიური პროლიფერაცია ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის ფონზე. პოლიპების  (განსაკუთრებით საშვილოსნოსმიერი) წარმოქმნაში დიდ როლს ასრულებს ჰორმონული დარღვევები. პათოლოგია ვლინდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერებით: საშვილოსნოს არხში ჩანს რბილი, ვარდისფერი წარმონაქმნი. დიაგნოზი ზუსტდება კოლპოსკოპიით. მისი ხშირი სიმპტომია მენორაგიის ტიპის სისხლდენა.

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპები – დიაგნოზი

დადგენა ხდება საშვილოსნოს ღრუს უშუალო დათვალიერებით (მეტროგრაფია). პოლიპების დიაგნოსტირება შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევითაც. ადენომატოზური პოლიპები განიხილება როგორც კიბო წინარე მდგომარეობა.

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპები – მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის პოლიპებს კვეთენ. მორეციდივე პოლიპების დროს აუცილებელია ცერვიკალური არხის გამოფხეკა. საშვილოსნოს პოლიპებს აცილებენ გამოფხეკით. ტარდება შესაბამისი ჰორმონული მკურნალობა.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპები – პროგნოზი

სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა. ქალი შრომისუუნაროა მხოლოდ სისხლდენის დროს, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციებისას.

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპები – პროფილაქტიკა

ანთებითი პროცესების მკურნალობა და ჰორმონალური დარღვევების კორექცია. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.