სალპინგიტი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სალპინგიტი salpingitis

სალპინგიტი საშვილოსნოს მილების ანთება. ხშირად თან ახლავს საკვერცხეების ანთებაც. გამომწვევია სხვადასხვაგვარი მიკროფლორა (სტაფილო – და სტრეპტოკოკები, გონოკოკები, ტუბერკულოზის მიკობაქტერიები და სხვ.) პროცესი იწყება მილების ლორწოვანი გარსიდან (ენდოსალპიგნიტი), შემდეგ ვრცელდება კუნთოვან გარსზე და სეროზულ საფარველზე.

შეხორცებითი პროცესების გამო საშვილოსნოს მილების შიგნითა გარსის ნაოჭები ერთმანეთს ეწებება და მილი გაუვალი ხდება. ექსუდატის დაგროვება იწვევს ჰიდროსალპინქსს, ჩირქის – პიოსალპინქსს, სისხლის – ჰემატოსალპინქსს.

სალპინგიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმებით (გენიტალური ტუბერკულოზის დროს აქვს ქრონიკული მიმდინარეობა). მწვავე სტადია ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ტკივილით მუცელში და წელის არეში, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნებით. ქრონიკულ სტადიაში გამოხატულია ტკივილის სინდრომი ანთებითი წარმონაქმნებით (საქტოსალპინქსი).


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


სალპინგიტი – დიფერენციალური დიაგნოზი

ტარდება საშვილოსნოს სუბსეროზულ მიომასთან, საკვერცხის სიმსივნესთან (ცისტა, ცისტომა), საშვილოსნოს გარეთა ორსულობასთან. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.