შიდსი

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) AIDS
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შიდსი – განსაკუთრებით საშიში ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით, უჯრედული იმუნიტეტის დათრგუნვით, მეორადი ინფექციის განვითარებითა და სიმსივნური დაზიანებით, რომლებიც როგორც წესი, იწვევენ ავადმყოფის სიკვდილს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

შიდსის გამომწვევია ადამიანის Т-ლიმფოტროპული ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება რეტროვირუსებს. რეტროვირუსები შეიცავენ ფერმენტს – შექცევად ტრანსკრიპტაზას. გამომწვევი ორგანიზმში აღწევს კანის მიკროტრავმიდან (კონტაქტი სისხლთან) და სასქესო ტრაქტის ან სწორი ნაწლავის ლორწოვანიდან.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ინიფიცირების მომენტიდან ინფექციის პირველი სიმპტომების გაჩენამდე გაივლის ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი (ინკუბაციური) – 1 თვიდან 4-6 წლამდე. ვირუსის პერსისტირება და დაგროვება ხდება ლიმფურ ქსოვილებში. თუმცა უკვე ამ პერიოდში ვირუსები დროდადრო აღწევს სისხლში და შესაძლებელია აღოჩნდეს გამონაყოფებშიც. ასეთი პირები შიდსის გამოხატული სიმპტომატიკის გარეშე შესაძლებელია იყვნენ ინფექციის წყაროები.
კლინიკური სიმპტომატიკის გაჩენიდან ვირუსემია კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. შიდსის პათოგენეზს საფუძვლად უდევს ვირუსის Т-ლიმფოტროპულობა. მრავლდებიან რა Т4 – უჯრედებში (ჰელპერები) შიდსის ვირუსები თრგუნავენ მათ პროლიფერაციასა და არღვევენ Т8 – ჰელპერებით პლაზმოლემის ცილების სტრუქტურას. ამ ცილების სტრუქტურის ცვლილება ეწინააღმდეგება ინფიცირებული Т4–უჯრედების გამოცნობას, ციტოსტატიკური Т8-ლიმფოციტებით.
პროლიფერაციის დათრგუნვა იწვევს Т4-უჯრედების აბსოლუტური რიცხვის შემცირებას. შიდსის ვირუსის ანტიგენების გამოცნობის მექანიზმების დეფექტი ვლინდება А და G კლასის ანტისხეულების სინთეზის გაძლიერებით, რომლებსაც უნარი არა აქვთ მოახდინონ დაავადების გამომწვევის ნეიტრალიზაცია.
იმუნიტეტის დეფიციტი იწვევს ლატენტური ინფექციის აქტივაციას ან ე. წ. ოპორტუნისტული (შემთხვევითი) ინფექციის თანდართვას, რომელიც გამოწვეულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით. სწორედ ეს დაავადებები იწვევენ ავადმყოფის სიკვდილს უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში, პირველი კლინიკური სიმპტომების გამოვლინებიდან.

გართულებები

უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე ზოგიერთი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის წარმოქმნა: კაპოშის სარკომა, თავის ტვინის ლიმფომა, ანგიობლასტური ლიმფადენოპათია. თანდართული ინფექციის სახით განსაკუთრებით ხშირია პნევმონია, გამოწვეული პნევმოცისტებით, კრიპტოსპოროდიოზის კუჭ-ნაწლავისმიერი და ფილტვის ფორმები, გენერალიზებული ტოქსოპლაზმური ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს ენცეფალიტის სახით, ჰერპესული და ციტრომეგალოვირუსული ინფექციის გენერალიზებული გამოვლინებები, მიკოზები, ბაქტერიული ინფექციები.

კლინიკური სურათი

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება დაახლოებით 6 თვე. დაავადება იწყება თანდათანობით. საწყისი პერიოდისათვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, უხვი ოფლდენა, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები (მოდუნება, დეპრესია, შრომისუნარიანობის დაქვეითება). ტიპიურია ასევე კუჭ-ნაწლავის დაზიანებაც.
ზოგჯერ ვითარდება ეზოფაგიტი (ტკივილი ყლაპვისას, დისფაგია, საყლაპავის წყლულები), რომელიც განპირობებულია კანდიდას სოკოებით, ზოგჯერ კი ვირუსული ინფექციით. შიდსის საწყისი პერიოდისათვის დამახასიათებელია გენერალიზებული ლიმფადენოპათია. აღინიშნება კისრის, იღლიისქვეშა და კეფის ლიმფური კვანძების გადიდება. ლიმფური კვანძები შესაძლებელია გადიდნენ 5 სმ დიამეტრამდე და დარჩნენ უმტკივნეულონი; აღინიშნება მათი შერწყმისაკენ მიდრეკილება. ავადმყოფთა 20%-ს აღენიშნებათ ელენთის გადიდება.
ავადმყოფთა ნახევრზე მეტს უვითარდება კანის სხვადასხვა ცვლილებები – მაკულოპაპულოზური ელემენტები, სებორეული დერმატიტები, ეგზემა და სხვ. დაავადების საწყისი პერიოდის კლინიკური გამოვლინებებს აღნიშნავენ როგორც ,,შიდსის მონათესავე სიმპტომთკომპლექსს“.
კლინიკური ნიშნები (3 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში): ა). 1. არამოტივირებული ლიმფადენოპათია; 2. არამოტივირებული სხეულის მასის შემცირება; 3. არამოტივირებული ცხელება; 4. არამოტივირებული დიარეა; 5. არამოტივირებული ღამის ოფლიანობა;
ბ). ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ნიშნები: 1. Т-ჰელპერების რაოდენობის დაქვეითება; 2. შეფარდების – Т-ჰელპერები/ Т-სუპრესორების შემცირება; 3. ანემია ან ლეიკოპენია, ან თრომბოციტოპენია, ან ლიმფოპენია; სისხლის შრატში G და А იმუნოგლობულინების რაოდენობის გაზრდა; 5. ლიმფოციტების ბლასტტრანსფორმაციის რეაქციის დაქვეითება მიტოგენებად. 6. დაყოვნებული ტიპის კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის არარსებობა რამდენიმე ანტიგენზე; 7. ცირკულირებადი იმუნური კომპლექსების დონის მომატება.

მანიფესტური პერიოდი

შიდსის მანიფესტური პერიოდი ხასიათდება მეორადი ინფექციის კლინიკური გამოვლინებების სიჭარბით. ავადმყოფთა თითქმის ნახევარში ვითარდება ფილტვების დაზიანება, განპირობებული პნევმოცისტით. პნევმოცისტური პნევმონია მიმდინარეობს მძიმედ, ლეტალობით 90-100%-მდე. ვლინდება ტკივილი მკერდში, რომელიც ძლიერდება ჩასუნთქვის დროს, ხველა, ქოშინი, ციანოზი.რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვგარე ქსოვილის მრავლობითი ინფილტრატები.
ავადმყოფთა 30%-ში პირველ პლანზე გამოდის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ხშირად ვითარდება ენცეფალიტის სურათი, განპირობებული გენერალიზებული ტოქსოპლაზმური ინფექციით, იშვიათად ციტომეგავირუსით. ენცეფალიტის ნიშნები შესაძლებელია შერწყმული იყოს სეროზული მენინგიტის ნიშნებთან. შესაძლებელია განვითარდეს თავის ტვინის პირველადი ან მეორადი ლიმფომა.
შიდსის კუჭ-ნაწლავური ფორმის დროს ძირითადი გამოვლინებებია ხანგრძლივი დიარეა, სხეულის მასის შემცირება, ენტერიტის სურათი. ზოგჯერ პირველ პლანზე გამოდის ხანგრძლივი ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები.
ავადმყოფთა დაახლოებით 30%-ში ვითარდება კაპოშის სარკომა. ჩვეულებრივ პირობებში ესაა ხანდაზმული პირების იშვიათი დაავადება, ქვედა კიდურების კანის უპირატესი დაზიანებით. შიდსით დაავადებულებში იგი აზიანებს ლიმფური კვანძების მრავალ ჯგუფს, ლორწოვან გარსებს, კანს, მიმდინარეობს შედარებით აგრესიულად. დაავადება განუხრელად პროგრესირებს. მანიფესტირებული ფორმებით დაავადებულები იღუპებიან უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში.

დიაგნოსტიკა

გამოკვლევები ტარდება სპეციალურ ლაბორატორიებში.

მკურნალობა

ეფექტური ეტიოტროპული საშუალებები არ არსებობს. გამოიყენება ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები. ტარდება კვლევები ახალი ანტივურუსული პრერატების ესაქმნელად. მეორადი ინფექციისგანვითარებისას ინიშნება შესაბამისი ეტიოტროპული პრეპარატები; გამოიყენება იმუნომოდულატორები.

შიდსი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 შიდსი – განსაკუთრებით საშიში ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება:
➡️ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით;
➡️ უჯრედული იმუნიტეტის დათრგუნვით;
➡️ მეორადი ინფექციის განვითარებით;
➡️ სიმსივნური დაზიანებით, რომლებიც როგორც წესი, იწვევენ ავადმყოფის სიკვდილს
🧬 შიდსის გამომწვევია ადამიანის Т-ლიმფოტროპული ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება რეტროვირუსებს
🩸 ვირუსის პერსისტირება და დაგროვება ხდება ლიმფურ ქსოვილებში. თუმცა უკვე ამ პერიოდში ვირუსები დროდადრო აღწევს სისხლში და შესაძლებელია აღოჩნდეს გამონაყოფებშიც
🤧 ასეთი პირები შიდსის გამოხატული სიმპტომატიკის გარეშე შესაძლებელია იყვნენ ინფექციის წყაროები
👉 გაიგეთ მეტი შიდსის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3yZwDo6
#შიდსი #შეძენილიიმუნოდეფიციტისვირუსი #შიდსისსიმპტომები #შიდსისნიშნები #შიდსისგავრცელებისგზა #რაარისშიდსი #შიდსისინკუბაციურიპერიოდი #შიდსისგამომწვევი #შიდსისდიაგნოსტიკა #შიდსისმკურნალობ #რამდენხანშივლინდებაშიდსი #შიდსისვირუსი #რეტროვირუსი #ღამისოფლიანობა #პირისღრუსწყლულები #ყელისტკივილი #გადიდებულილიმფურიკვანძები #შემცივნება #ცხელება #კუნთებისტკივილი #კანისგამონაყარი #დაღლილობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

 

1 comment on “შიდსი”

Comments are closed.