ტეტანუსი

 ტეტანუსი tetanus

ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე ტოქსიკური დაზიანებით, ტონური და კლონური კრუნჩხვებით, თერმორეგულაციის მოშლით.

ტეტანუსი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია მსხვილი ჩხირი, ანაერობი; წარმოქმნის სპორებს; გამომწვევი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სისხლის ნაკადისა და მამოძრავებელის ნერვების საშუალებით ხვდება ძვლის და მოგრძო ტვინში, იწვევს ძვლის ტვინის წინა რქების მამოძრავებელ უჯრედებში იმპულსების წარმოქმნის ფიზიოლოგიურ კორელაციის დარღვევას. ვითარდება კუნთების მუდმივი ტონური შეკუმშვები და პერიოდულად ტეტანური კრუნჩხვები.

ტეტანუსი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი რამოდენიმე დღიდან 1 თვემდე. დაავადების ადრეული ნიშანი – საღეჭი კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები (ტრიზმი), ყბების უნებლიე დახურვა, პირის გაღების და ღეჭვის გაძნელება. დაავადების დასაწყისში ვლინდება ყრუ მტკივნეულობა უკვე დახურული ჭრილობის მიდამოში, ინფექციის შეჭრის არეში. შემთხვევათა დაახლოებით 50% – ში, დაავადების უკვე ამ ადრეულ ეტაპზე შესაძლებლია გამოვიწვიოთ შემდეგი სიმპტომი: ინფექციის შეჭრის ადგილას კუნთების ვარჯიშისას, შეიძლება შევამჩნიოთ მათი რიგიდობა, დაჭიმულობა. აგრეთვე ვლინდება კეფის კუნთების რიგიდობა, ყლაპვის გაძნელება (დისფაგია). დაავადების განვითარების პიკზე, ავადმყოფის სახე იღებს დამახასიათებელ შესახედაობას: მიმიკური კუნთების ხანგრძლივი, ტონური კრუნჩხვები, შეჭმუხნული შუბლი, აწეული წარბები, ნაოჭები თვალების გარშემო, კრიჭაშეკრული კბილები. კრუნჩხვები მოიცავენ სხვადასხვა ჯგუფის კუნთებს, დაწყებული სახის კუნთებიდან დაღმავალი მიმართულებით. შეტევებს გააჩნიათ ტონური და კლონური ხასიათი; თითოეულ შეტევას თან სდევს შესაბამისი კუნთების მნიშვნელოვანი მტკივნეულობა, მკვეთრად ძლიერდება მათი რეფლექტორული აგზნებადობა. დიდი კრუნჩხვითი შეტევის პიკზე, ავადმყოფის თავი ვარდება უკან, სხეული იღუნება რკალისებურად, ღებულობს ოპისტოტონუსის მდგომარეობას, ეყრდნობა რა კეფას და ქუსლებს; შესაძლებელია ზურგის გრძელი კუნთის გაგლეჯა, ხერხემლის მოტეხილობები. ტონური კუნთოვანი კრუნჩხვების განვითარებისას, განსაკუთრებით მკვეთრად იჭიმება მუცლის კუნთები; კრუნჩხვების აძნელებენ ყლაპვას; აგრეთვე გაძნელებულია შარდვა და კუჭში გასვლა. ნეკნთაშუა კუნთების ტონურმა კრუნჩხვებმა შეიძლება გამოიწვიოს გარეგანი სუნთქვის სერიოზული დარღვევები, ასფიქსიის და ასპირაციული პნევმონიის განვითარებამდე. შუქმა, ხმაურმა, შეხებამ შესაძლოა გამოიწვიონ რეფლეტორული ხასიათის კრუნჩხვები. ტემპერატურის მომატება აღინიშნება მხოლოდ დაავადების პირველ 3 – 4 დღეს. კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტები: ა) ელვისებური ტეტანუსი, რომელსაც თან სდევს კრუნჩხვების მძიმე შეტევები და გარეგანი სუნთქვის დამბლა, ბ) ადგილობრივი ტეტანუსი (მის დროს კრუნჩხვები შემოიფარგლება სხეულის რომელიმე ნაწილით, მაგ. თავის ტეტანუსი). ანტისანიტარულ პირობებში მიმდინარე მშობიარობებისას, შესაძლებელია ახალშობილთა ტეტანუსის განვითარება.

ტეტანუსი – გართულებები: პნევმონია, კუნთების გაგლეჯა, ხერხემლის კოპრესიული გადატეხვა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ისტერიასთან, ტეტანიასთან, სტრიქნინით მოწამვლასთან, მენინგიტებთან.

ტეტანუსი მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ ცენტრებში. პროგნოზი სერიოზულია.

ტეტანუსი – პროფილაქტიკა. გეგმური იმუნიზაცია ტეტანუსის ანატოქსინით. ტრავმების დროს თავდაპირველად შეჰყავთ ადსორბირებული ანატოქსინი კანქვეშ, ხოლო 30 წუთის შემდეგ სხვა შპრიცით და სხეულის სხვა უბანზე – ანტიტეტანუსური შრატი. ადრე იმუნიზირებულებში შეჰყავთ მხოლოდ ადსორბირებული ანატოქსინი.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტეტანუსი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე ტოქსიკური დაზიანებით, ტონური და კლონური კრუნჩხვებით, თერმორეგულაციის მოშლით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია მსხვილი ჩხირი, ანაერობი; წარმოქმნის სპორებს, ახდენს ეგზოტოქსინის პროდუქციას. ხშირად ვლინდება ნიადაგში. გამომწვევის სპორები ადამიანის ორგანიზმში აღწევენ სხვადასხვა ტრავმების დროს, ხშირად კანის მცირე დაზიანებისას, განსაკუთრებით ქვედა კიდურების. ანაერობულ პირობებში სპორები გარდაიქმნებიან ვეგეტატიურ ფორმებად, რომლებიც იწყებენ გამრავლებას და ეგზოტოქსინის გამოყოფას, რომელიც იწვევს ზურგის ტვინის წინა რქების დაზიანებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3 – დან 30 დღემდე; ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდის დროს დაავადება მიმდინარეობს მნიშვნელოვნად უფრო მძიმედ. დაავადება იწყება უსიამოვნო შეგრძნებით ჭრილობის მიდამოში. განსაკუთრებით დამახასიათებელი სიმპტომია კრუნჩხვების განვითარება. ადრე წარმოიქმნება საღეჭი კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა (ტრიზმი), ასევე მიმიკური მუსკულტურის. კუნთების ტონური კრუნჩხვა იცვლება კლონური კრუნჩხვების შეტევებით, რომელიც ვრცელდება ზურგის, კიდურების კუნთებზე, ვითარდება ოპისტოტონუსი. კრუნჩხვების შეტევები პროვოცირდება მცირედი გარეგანი გამაღიზიანებლით. სასუნთქი კუნთების, დიაფრაგმის და ხახის კუნთების კრუნჩხვითმა შეკუმშვამ შესაძლოა გამოიწვიოს ავადმყოფის სიკვდილი ასფიქსიისაგან. დამახასიათებელია თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება, მომატებული ოფლიანობა, ძილიანობა, სისუსტე. გართულებები: პნევმონია, კუნთების გაგლეჯა, ხერხემლის კოპრესიული გადატეხვა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ისტერიასთან, ტეტანიასთან, სტრიქნინით მოწამვლასთან, მენინგიტებთან.