ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი)

ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი) blepharoptosis

ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი) განასხვავებენ თანდაყოლილ, შეძენილ და სიმპათიკურ პტოზს.

ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი) ეტიოლოგია, პათოგენეზი. თანდაყოლილი პტოზი ხშირად არის მემკვიდრული და წარმოიქმნება ქუთუთოს ამწევი კუნთის განუვითარებლობის ან არარსებებობის გამო, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვის გვერდითი ბირთვების აპლაზიის შედეგად. შეძენილი პტოზის მიზეზებია: ქუთუთოს ამწევი კუნთის ტრავმა, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვებისა და მისი ცენტრების დაზიანება ტრავმის, ანთებითი პროცესების და სიმსივნეების შედეგად. სიმპათიკური პტოზი ვითარდება კისრის სიმპათიკური ნერვის სხვადასხვა ეტიოლოგიის დამბლის ან პარეზის მქონე ავადმყოფებში.

ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი) სიმპტომები: ზედა ქუთუთოს დაწევა, თითქმის თვალის ნაპრალის დახურვამდე. გამოხტული პტოზის დროს ავადმყოფები ძაბავენ შუბლის კუნთს და თავს გადასწევენ უკან, რათა უკეთ დაინახონ. ქუთუთოთი რქოვანას დახურვისას შესაძლებელია განვითარდეს ამბლიოპია. დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას ითვლისწინებენ, რომ თანდაყოლილი პტოზი არაიშვიათად შერწყმულია ზედა სწორი კუნთისპარეზთან, ზოგჯერ ეპიკანტუსით; შეძენილი პტოზი ჩვეულებრივ წარმოადგენს სიმპტომოკოპლექსის ნაწილს, რომელიც განპირობებულია შესაბამისი ზოგადი და ადგილობრივი დარღვევებით; სიმპათიკური პტოზი, როგორც წესი, დიდი არ არის, ცალმხრივია და ხშირად ახლავს გუგის შევიწროვება, ზოგჯერ კი ენოფთალმი (გორნერის სინდრომი). მკურნალობა. შეძენილი და სიმპათიკური პტოზის დროს – ძირითადი დაავადების მკურნალობა. ადგილობრივად გალვანიზაცია, პარაფინოთერაპია. ეფექტის არასებობისას – ოპერაცია. თანდაყოლილი პტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია; ოპერაციის შედეგები კეთილსაიმედოა.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით..

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი) – განასხვავებენ თანდაყოლილ, შეძენილ და სიმპათიკურ პტოზს. ეტიოლოგია, პათოგენეზი. თანდაყოლილი პტოზი ხშირად არის მემკვიდრეობითი და წარმოიქმნება ქუთუთოს ამწევი კუნთის განუვითარებლობის ან არარსებებობის გამო, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვის გვერდითი ბირთვების აპლაზიის შედეგად. შეძენილი პტოზის მიზეზებია: ქუთუთოს ამწევი კუნთის ტრავმა, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვებისა და მისი ცენტრების დაზიანება ტრავმის, ანთებითი პროცესებისა და სიმსივნეების შედეგად. სიმპათიკური პტოზი ვითარდება კისრის სიმპათიკური ნერვის სხვადასხვა ეტიოლოგიის დამბლის ან პარეზის მქონე ავადმყოფებში. სიმპტომები: ზედა ქუთუთოს დაწევა, თითქმის თვალის ნაპრალის დახურვამდე. გამოხატული პტოზის დროს ავადმყოფები ძაბავენ შუბლის კუნთს და თავს გადასწევენ უკან, რათა უკეთ დაინახონ. ქუთუთოთი რქოვანას დახურვისას შესაძლებელია განვითარდეს ამბლიოპია. დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას ითვლისწინებენ, რომ თანდაყოლილი პტოზი არაიშვიათად შერწყმულია ზედა სწორი კუნთის პარეზთან, ზოგჯერ ეპიკანტუსით; შეძენილი პტოზი ჩვეულებრივ წარმოადგენს სიმპტომთკომპლექსის ნაწილს, რომელიც განპირობებულია შესაბამისი ზოგადი და ადგილობრივი დარღვევებით; სიმპათიკური პტოზი, როგორც წესი, ცალმხრივია და ხშირად ახლავს გუგის შევიწროვება, ზოგჯერ კი ენოფთალმი (გორნერის სინდრომი). მკურნალობა. შეძენილი და სიმპათიკური პტოზის დროს  – ძირითადი დაავადების მკურნალობა. ადგილობრივად გალვანიზაცია, პარაფინოთერაპია. ეფექტის არასებობისას – ოპერაცია. თანდაყოლილი პტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია; ოპერაციის შედეგები კეთილსაიმედოა.

.

 

Share this...Share on Facebook
Facebook