გაზაფხულის კატარი

გაზაფხულის კატარი

დაავადების წარმოშობაში ძირითად როლს ასრულებენ ალერგიული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები და ულტრაიისფერი რადიაცია >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

გაზაფხულის კატარი თვალის კაკლის და ქუთუთოების კონიუნქტივის ქრონიკული ანთება, რომელიც მწვავდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ვარაუდობენ, რომ დაავადების წარმოშობაში ძირითად როლს ასრულებენ ალერგიული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები და ულტრაიისფერი რადიაცია.

გაზაფხულის კატარი –  სიმპტომები, მიმდინარეობა

სინათლის შიში, ცრემლდენა, ქავილი თვალებში. განასხვავებენ კონიუნქტივურ, რქოვანას და შერეულ ფორმებს. კონიუნქტივური ფორმის დროს ზედა ქუთუთოს ხრტილის შემაერთებელი გარსს აქვს რძისფერი ელფერი და დაფარულია გასქელებული, მკრთალი ვარდისფერი დვრილისებრი წანაზარდებით; გარდამავალი ნაოჭის და ქვედა ქუთუთოს კონიუნქტივაზე ძალიან იშვიათია. დაავადების რქოვანას ფორმა ხასიათდება ლიმბის მორუხო-მკრთალი მინისებური გამსხვილების წარმოქმით, რომელთა შიგნითაც აღინიშნება რქოვანას ნაზი შემღვრევა. გამონადენი უმნიშვნელოა ან არ არსებობს. ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებით, უპირატესად გაზაფხულსა და ზაფხულობით. დაავადება, როგორც წესი, წარმოიქმნება ჭაბუკობის ასაკში და მრავალი წლის შემდეგ ჩაცხრება.


  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები


Share this...Share on Facebook
Facebook