დაკრიოცისტიტი

დაკრიოცისტიტი dacryocystitis

ხანგრძლივად მიმდინარე დაკრიოცისტიტმა შესაძლოა გამოიწვიოს საცრემლე პარკის გაჭიმვა (ექტაზია), ქრონიკული დაკრიოცისტიტი ზოგჯერ რთულდება საცრემლე პარკის მწვავე ანთებით, აბსცესის ან ფლეგმონის სახით. მწვავე დაკრიოცისტიტის დროს ვითარდება მტკივნეული ინფილტრატი საცრემლე პარკის არეში >>>

დაკრიოცისტიტი საცრემლე პარკის ანთება, ჩვეულებრივ ქრონიკული. ცალკე ფორმაა ახალშობილთა დაკრიოცისტიტი.

დაკრიოცისტიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცხვირ – ცრემლის არხის შევიწროვება ან მისი დაცობა, რაც გამოწვეულია ცხვირის ღრუში, მის დანამატ წიაღებში, გარემომცველ ძვლებში ანთებითი პროცესების შედეგად; აღნიშნულის გამო ხდება მასში პათოგენური მიკრობების შეჩერება და განვითარება და ლორწოვანი გარსის ანთება. ახალშობილთა დაკრიოცისტიტი წარმოიქმნება ჩანასახოვანი აპკის შენარჩუნების დროს, რომელიც ხურავს ცხვირ – ცრემლის არხის ქვედა ნაწილს.

დაკრიოცისტიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. საცრემლე პარკის მიდამოში აღინიშნება შეშუპება ანთებითი მოვლენების გარეშე; მასზე დაჭერისას საცრემლე წერტილებიდან გამოდის ლორწოვან – ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი.

ხანგრძლივად მიმდინარე დაკრიოცისტიტმა შესაძლოა გამოიწვიოს საცრემლე პარკის გაჭიმვა (ექტაზია), ქრონიკული დაკრიოცისტიტი ზოგჯერ რთულდება საცრემლე პარკის მწვავე ანთებით, აბსცესის ან ფლეგმონის სახით. მწვავე დაკრიოცისტიტის დროს ვითარდება მტკივნეული ინფილტრატი საცრემლე პარკის არეში.

დაკრიოცისტიტი მკურნალობა. ქრონიკული დაკრიოცისტიტის მკურნალობა ქირურგიულია – დაკრიოცისტორინოსტომია. მწვავე დაკრიოცისტიტის დროს – ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ხოლო ანთებითი პროცესის ჩაქრობის შემდეგ – ოპერაცია. ახალშობილთა დაკროიოცისტიტის დროს ნაჩვენებია დაღმავალი მასაჟი, საცრემლე გზების გამორეცხვა, ხოლო ეფექტის არარსებობისას – ცხვირ – ცრემლის არხის ზონდირება. პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დაკრიოცისტიტი – (თვალის დაავ.) საცრემლე პარკის ქრონიკული ანთება. ეტიოლოგია. ცხვირ – საცრემლე არხში გამტარებლობის გაძნელება აღნიშნული მილის ქვედა მონაკვეთში ანთებითი პროცესების, საცრემლე პარკის ლორწოვანი გარსის დაავადებების (ტრაქომა, ტუბერკულოზი), ცრემლის გამომტანი გზების ტრამვების, ცხვირის ზოგიერთი დაავადების შედეგად. სიმპტომები. მუდმივი ცრემლდენა, ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ ქრონიკული კონიუნქტივიტის გამოვლინებები. საცრემლე პარკის მიდამოზე ზეწოლის დროს საცრემლე წერტილებიდან უხვი გამონადენი ჩირქოვანი შიგთავსით. დაკრიოცისტიტი შეიძლება გართულდეს ფლეგმონით; საცრემლე პარკის ჩირქოვანმა გამონადენმა შესაძლოა ადვილად დააინფიციროს რქოვანა და გამოიწვიოს რქოვანას წყლული.

.