გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი

გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი

გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი (cranial [giant cell] arteritis) – სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების  (უპირატესად საძილე არტერიების), შუა გარსის გრანულომატოზური ანთებით; ხშირად ერწყმის რევმატიულ პოლიმიალგიას. სავარაუდოდ აქვს ვირუსული ეტიოლოგია.

გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი – პათოგენეზი. არტერიების იმუნოკომპლექსური დაზიანება დასტურდება დაზიანებული არტერიების კედელში იმუნური კმპლექსების აღმოჩენით. უჯრედული ინფილტრატების განულომატოზური ტიპი ასევე დამახასიათებელია იმუნოპათოლოგიური პროცესებისათვის.

გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი  – სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადდებიან ხანში შესული პირები, მამაკაცები და ქალები ერთნაირი სიხშირით. საფეთქლისმიერი არტერიიტის დროს დაავადება იწყება მწვავედ, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით. ობიექტურად ვლინდება საფეთქლის არტერიის გამსხვილება, დაკლაკნილობა, მტკივნეულობა პალპაციით, რიგ შემთხვევებში – კანის საფარველის სიწითლე. გვიანი დიაგნოსტიკის დროს – თვალის სისხლძარღვების დაზიანება, ნაწილობრივი ან სრული სიბრმავის განვითარებით. ზოგადი მდგომარეობა ზიანდება დაავადების პირველ დღეებში (ასთენია, უმადობა, სიგამხდრე, ძილის მოშლა, დეპრესია). რევმატიული პოლიმიალგიის ნიშნების განვითარებისას წარმოიქმნება ტკივილი და შებოჭილობა მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთებში, კისერში. ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებენ ანთებითი პროცესის არსებობას: ედს-ის მომატება, ნეიტროფილოზი, ჰიპერ-, ა – და გამა-გლობულინემია; დაავადების მიმდინარეობა პროგრესირებადია, თუმცა ადრე დაწყებული მკურნალობით შესაძლოა მყარი რემისია.

რევმატული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი – (საფეთქლისმიერი არტერიიტი) სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების შუა გარსის გრანულომატოზური ანთებით; ხშირად ერწყმის რევმატიულ პოლიმიალგიას. სავარაუდოდ აქვს ვირუსული ეტიოლოგია. პათოგენეზი. არტერიების იმუნოკომპლექსური დაზიანება დასტურდება დაზიანებული არტერიების კედელში იმუნური კომპლექსების აღმოჩენით.  სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადდებიან ხანში შესული პირები, მამაკაცები და ქალები ერთნაირი სიხშირით. საფეთქლისმიერი არტერიიტის დროს დაავადება იწყება მწვავედ, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით პათოლოგიის ლოკალიზაციის ზონაში. ობიექტურად ვლინდება საფეთქლის არტერიის გამსხვილება, დაკლაკნილობა, მტკივნეულობა პალპაციით, რიგ შემთხვევებში – კანის საფარველის სიწითლე. გვიანი დიაგნოსტიკის დროს – თვალის სისხლძარღვების დაზიანება, ნაწილობრივი ან სრული სიბრმავის განვითარებით. ზოგადი მდგომარეობა ზიანდება დაავადების პირველ დღეებშივე (ასთენია, უმადობა, სიგამხდრე, ძილის მოშლა, დეპრესია). რევმატიული პოლიმიალგიის ნიშნების განვითარებისას – ტკივილი და შებოჭილობა მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთებში, კისერში. ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებენ ანთებითი პროცესის არსებობას: ედს – ის მომატება, ნეიტროფილოზი, ჰიპერ – , ა – და გამა – გლობულინემია; მიმდინარეობა პროგრესირებადია, თუმცა ადრე დაწყებული მკურნალობის დროს დგება მყარი რემისია.

.