რბილის ქსოვილების პოსტინექციური აბსცესი

რბილის ქსოვილების პოსტინექციური აბსცესი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რბილის ქსოვილების ინექციის შემდგომი აბსცესი – წარმოიქმნება კანქვეშა ქსოვილში ინფიცირებული შემცველობის ან სამკურნალო საშუალებების არასწორი შეყვანის შედეგად. უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ასეპტიკური ნეკროზი, ქსოვილთა შემდგომი ჩირქოვანი გალღობით, მაგრამ ჩირქი რჩება სტერილური.

რბილის ქსოვილების ინექციის შემდგომი აბსცესი  – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინექციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება ტკივილი ინექციის ადგილზე, ტემპერატურის მომატება; ადგილობრივად აღინიშნება ინფილტრატი, რომელიც მტკივნეულია პალპაციით, ასევე კანის ჰიპერემია და შეშუპება, ხოლო 2-3 დღის შემდეგ ვლინდება ფლუქტუაცია. ინექციის შემდგომი აბსცესები ხშირად  წარმოიქმნება დუნდულოების მიდამოებში.

რბილის ქსოვილების ინექციის შემდგომი აბსცესი  – მკურნალობა. საწყის სტადიში ნაჩვენებია კონსერვატიული მკურნალობა: ულტრაიისფერი დასხივება, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რიგ შემთხვევებში – ანტიბიოტიკები. ჩირქგროვის წარმოქმნის დროს კერას ხსნიან. პროგნოზი კეთილსაიმედოა, იგი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, რის გამოც ტარდებოდა ინექცია. ოპერაციული ჩარევის ხანგრძლივმა შეჩერებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეფსისი და ჩირქის მასიური გადინება უჯრედშორის სივრცეებში.

რბილის ქსოვილების ინექციის შემდგომი აბსცესი  – პროფილაქტიკა. ერთჯერადი შპრიცების გამოყენება. დაუშვებელია დაბინძურებული და გაწმენდილი ნემსების გამოყენება. კუნთებში ინექციისათვის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანქვეშა, კანში და ინტრავენური ინექციებისათვის საჭირო ნემსები. აუცილებელია ყოველ ჯერზე შეიცვალოს ინექციის მხარე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები