აშრევებადი ანევრიზმა

აშრევებადი ანევრიზმა – განპირობებულია ინტიმას გაგლეჯით, რომელიც წარმოიქმნება უპირატესად აორტის ასწვრივ ნაწილში. აორტის აშრევებას ხელს უწყობს მარფანის სინდრომი, მაღალი არტერიული წნევა, იდიოპათიკური კიფოსკოლიოზი. შიგა გარსის დეფექტიდან სისხლი გაედინება აორტის კედელში, შლის შუა გარსს და განაცალკევებს შიგნითა გარსს გარეთა გარსისაგან. გართულებები: ანევრიზმის გასკდომა, აორტისა და მისგან გამომავალი ტოტების სანათურის შევიწროება.

აშრევებადი ანევრიზმასიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომია – მკვეთრი, მზარდი ტკივილი გულმკერდში. ტკივილი ძლიერადაა გამოხატული, ზოგჯერ თან ახლავს შოკი, ამასთან ტკივილის სინდრომის გაძლიერება ემთხვევა არტერიული წნევის მომატებას. დიაგნოზი ეყრდნობა გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და აორტოგრაფიას. აორტის აშრევების წარმოქმნიდან პირველი დღეების განმავლობაში იღუპება ავადმყოფთა 25%, კვირის განმავლობაში – 50%, თვის განმავლობაში 75%; წელზე მეტხანს ცოცხლობენ ავადმყოფთა დაახლოებით 10%. სიკვდილის მიზეზია ანევრიზმის გასკდომა და სისხლდენა პერიკარდში, შუასაყარში, პლევრის ღრუში.

აშრევებადი ანევრიზმამკურნალობა. ექსტერნული ღონისძიებები ითვალისწინებს არტერიული წნევის დაქვეითებას 100 – 120 მმ.მწყ. სვ. – მდე. ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ მხოლოდ აორტის სარქვლის გამოხატული უკმარისობის დროს, რომელიც განვითარდა აშრევებადი ანევრიზმის ნიადაგზე, ასევე აშრევებადი ჰემატომის გადიდებისა და მისი გასკდომის საშიშროების, აორტის ძირითადი ტოტების მნიშვნელოვნად შევიწროების, პერიკარდის ღრუში და პლევრის ღრუში სისხლის გადასვლისას, არაეფექტური კონსერვატიული თერაპიისა და არაკორეგირებადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს. ლეტალობაასეთი ჩარევების დროს შეადგენს 10 – 20%-ს, ხუთწლიანი გახანგრძლივება – დაახლოებით 50%-ია.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.