ჭეშმარიტი ანევრიზმები

ჭეშმარიტი ანევრიზმები true aneurysm

ჭეშმარიტი ანევრიზმები აორტის გულმკერდის ნაწილის ანევრიზმა ხშირად განპირობებულია აორტის შუა გარსის დეგენერაციული ცვლილებებით (ცისტური დეგენერაცია, მარფანის სინდრომი, სიფილისი, ათეროსკლეროზი). ხშირად ვითარდება ასწვრივი აორტის პროქსიმალურ ნაწილში; თან ახლავს აორტის სარქვლის საგდულების გაფართოება.

ჭეშმარიტი ანევრიზმები  – სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფთა ასაკია 40-60 წელი. პირველი სიმპტომია აორტის სარქვლის უკმარისობა. იშვიათად პარკისებრმა ანევრიზმამ შესაძლოა განაპირობოს ზედა ღრუ ვენის, ტრაქეის გაჭყლეტა. გამოკვლევით ვლინდება აორტის სარქვლის უკმარისობის დამახასიათებელი ნიშნები, ტიპიური დიასტოლური შუილით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ასწვრივი აორტის მიშვნელოვანი გაფართოება. ასეთი ავადმყოფების სიკვდილის მიზეზი შესაძლოა გახდეს პროგრესირებადი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა.

ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია მზარდი ჰემოდინამიკური დარღვევების დროს, რომელიც გამოწვეულია აორტის სარქვლის უკმარისობით და/ან ასწვრივი აორტის პროგრესირებადი გაფართოებით. ოპერაცია ითვალისწინებს ასწვრივი აორტისა და აორტის სარქველების პროთეზირებას.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.