ჰიდრადენიტი

ჰიდრადენიტი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ჰიდრადენიტი – აპოკრინული ოფლის  ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ჰიპერჰიდროზი, დაოდვილება, შერწყმული ინფექციასთან (სტაფილო – და იშვიათად სტრეპტოკოკები). ჰიდრადენიტი ხშირად ვითარდება იღლიისქვეშა ფოსოებში, იშვიათად შორისის არეში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მცირე ქავილის შემდეგ წარმოიქმნება ტკივილი და კანქვეშა მკვრივი კვანძი დიამეტრით 0,5 – 3 სმ; მოგვიანებით ვლინდება ფლუქტუაცია. ანთებამ შესაძლებელია მოიცვას რამდენიმე ოფლის ჯირკვალი, ან გადავიდეს ერთი ჯირკვლიდან მეორეზე.
სხეულის ტემპერატურა მომატებულია, სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით; დიაგნოზის დადგენა რთული არ არის.

მკურნალობა

მკურნალობა ინფილტრაციის სტადიაში კონსერვატიულია (სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, ულტრაიისფერი დასხივება, კანისდამუშავება სპირტითა და ანტისეპტიკებით), ფლუქტუაციის დროს ნაჩვენებია ჩირქგროვის გახსნა.
ხშირია დაავადების რეციდივები. ასეთ დროს ნაჩვენებია სპეციფიკური იმუნოთერაპია, ზოგადგამაკაჟებელი საშუალებები და ვიტამინოთერაპია.

ჰიდრადენიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ჰიდრადენიტი – აპოკრინული ოფლის ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება
🔎 ჰიდრადენიტი შეიძლება გამოწვეული იყოს:
➡️ ჰიპერჰიდროზი;
➡️ დაოდვილება;
➡️ ინფექცია (სტაფილო – და იშვიათად სტრეპტოკოკები)
📍 ჰიდრადენიტი ხშირად ვითარდება იღლიისქვეშა ფოსოებში, იშვიათად შორისის არეში
💊 მკურნალობა ინფილტრაციის სტადიაში კონსერვატიულია:
✔️ სიმშვიდე;
✔️ ანტიბიოტიკები;
✔️ ულტრაიისფერი დასხივება;
✔️ კანის დამუშავება სპირტითა და ანტისეპტიკებით
💉 ფლუქტუაციის დროს ნაჩვენებია ჩირქგროვის გახსნა
👉 გაიგეთ მეტი ჰიდრადენიტის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3cQxqQA
#ჰიდრადენიტი #ჩირქოვანიჰიდრადენიტი #ჩირქიანიჰიდრადენიტი #ჰიდრადენიტისმკურნალობა #ჰიდრადენიტისსიმპტომები #ჰიდრადენიტისნიშნები #ოფლისჯირკვლებისანთება #ჰიდრადენიტისდიაგნოსტიკა #ჰიდრადენიტისპირველისტადია #ჰიდრადენიტისმეორესტადია #ჰიდრადენიტისმესამესტადია #ინფილტრაცია #ფუქტრუაცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian