ფილტვის განგრენა

ფილტვის განგრენა pulmonary gangrene

ფილტვის განგრენაფილტვის პარენქიმის პროგრესირებადი ლპობითი დაშლა, ანაერობული ინფექციის გამო. წინასწარგანმწყობი დაავადებები შეიძლება იყოს ქრონიკული ალკოჰოლიზმი, შაქრიანი დიაბეტი, ასპირაცია  ჩირქოვანი ინფექციის კერიდან, პნევმონიები დასუსტებულ ავადმყოფებში. განასხვავებენ მწვავე განგრენას, ფილტვის წილის ანატომიური საზღვრების ფარგლებში და პიოგენური გარსის გარეშე, და განგრენულ, ხშირად გიგანტურ აბსცესს.

ფილტვის განგრენასიმპტომები, მიმდინარეობა. ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა; ფილტვის ქსოვილის სწრაფი, გენერალიზებული დაშლა ლპობითი, სისხლიანი ნახველით, რომელიც შეიცავს ელასტიკურ ბოჭკოებს, ცხიმოვან მჟავებს, ლეიცინისა და თიროზინის კრისტალებს. ვითარდება ჩირქოვან-რეზორბციული ცხელება, რომელიც სწრაფად იცვლება ჩირქოვან-რეზორბციული გამოფიტვით; ავადმყოფს გონება დაბინდული აქვს, სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია; სისხლის ანალიზში ვლინდება უმნიშვნელო ჰიპერლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით, გამოხატულია ჰიპოპროტეინემია და დისპროტეინემია. სუნთქვა შესუსტებულია, იშვიათად ამფორული – დაშლის კერის ზევით. რენტგენოლოგიურად აღინიშნება შემოსაზღვრული დაჩრდილვა, ხშირად სითხის ჰორიზონტალური დონით პლევრის ღრუში და/ან აბსცესის ღრუში. ტომოგრაფიით ზუსტდება ფილტვის ქსოვილის დაშლის საზღვრები.

ფილტვის განგრენამკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია, ინტენსიური ინფუზური თერაპია. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია პროფუზული ფილტვისმიერი აროზიული სისხლდენის დროს გეგმური წესით, ვოლემიური ფონის გაუმჯობესების დროს.

ფილტვის განგრენაპროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.