პიონეფროზი

პიონეფროზი pyonephrosis

პიონეფროზითირკმლების ჩირქოვანი ანთება. ვითარდება შარდ-კენჭოვანი დაავადების იმ შემთხვევებში, როდესაც ფიალაში ან შარდსაწვეთში წარმოქმნილი დაბრკოლების გამო ფერხდება შარდის გადინება, ხოლო ინფექცია, რომელიც ჰემატოგენური გზით ვრცელდება ამა თუ იმ ანთებითი კერიდან, ხვდება თირკმლის ქსოვილში. წარმოიქმნება მცირე ზომის ჩირქგროვები, რომლებიც თანდათანობით ერთდებიან და წარმოქმნიან უფრო დიდ ჩირქოვან კერებს.  ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს მანამდე ჯანმრთელ თირკმელზეც.

პიონეფროზისიმპტომები, მიმდინარეობა. უეცარი, ძლიერი ტკივილების გაჩენა წელის მიდამოში, ტემპერატურის მომატება და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. პალპაციით აღინიშნება წელის მიდამოს მკვეთრი მტკივნეულობა; დაზიანების მხარეზე პასტერნაცკის სიმპტომი დადებითია. ზოგჯერ შეიძლება ისინჯებოდეს გადიდებული თირკმელი ან დიდი სიმსივნე, რომელიც განიცდის ფლუქტუაციას. შარდში ვლინდება დიდი რაოდენობით ლეიკოციტები. ცისტოსკოპიით შესაძლოა ინახოს შარსაწვეთიდან ჩირქოვანი გამონადენი.

პიონეფროზიმკურნალობა. დროული ქირურგიული ჩარევა. ცალმხრივი პროცესის დროს ხდება პიონეფროზული თირკმლისმოცილება. ორმხრივი პროცესის შემთხვევაში იფარგლებიან შარდსაწვეთებზე ფისტულის დადებით.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.