შიგა თიაქრები

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თიაქრის  ბანდაჟები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ ჟოლოსფერი ტექსტები

შიგა თიაქრები – მათ მიეკუთვნება მუცლის ღრუსა და დიაფრაგმის თიაქრები.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

შიგა თიაქრები – მუცლის თიაქარი წარმოიქმნება შინაგანი ორგანოების გასვლისას პერიტონეუმის ჯიბეებში: ბრმა ნაწლავთან ან სიგმოიდურ ნაწლავთან ახლოს, ბადექონის ჩანთაში, ტრეიტცის იოგის ახლოს.
მსგავსი თიაქრები ვლინდება მხოლოდ გართულებების დროს, როდესაც ვითარდება ჩაჭედვა, წარმოიქმნება ნაწლავთა სრული ან ნაწილობრივი გაუვალობა.  დაავადება საკმაოდ იშვიათია. პროგნოზი დამოკიდებულია ჩარევის დროულობაზე.

♦♦ თიაქრის  ბანდაჟები ,,ამაზონზე”

დიაფრაგმის თიაქარი

შეიძლება იყოს ტრავმული და არატრავმული წარმოშობისა; ასევე ცრუ და ჭეშმარიტი.
ცრუ თიაქრის დროს მუცლის ღრუს ორგანოები, რომლებიც დაფარულნი არ არიან პერიტონეუმის ფურცლით, გადაინაცვლებენ გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის თანდაყოლილი დეფექტიდან;
ჭეშმარიტი თიაქარი  წარმოიქნება დიაფრაგმის სუსტ უბნებში  მუცელშიგა წნევის მომატებისას, ამასთან, მუცლის ღრუს ორგანოები ან პერიტონეუმისწინა ცხიმოვანი ქსოვილი გადიან შუასაყარში ან პლევრის ღრუში. გამოყოფენ რეტროკოსტოსტერულ თიაქრებს, წელ-ნეკნის, რეტროსტერნულ თიაქრებს.
ავადმყოფები უჩივიან დისპეფსიურ მოვლენებსა და სტენოკარდიული ხასიათის ტკივილს.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დაზუსტდება ხდება გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

შიგა თიაქრებიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📍 მუცლის თიაქარი წარმოიქმნება შინაგანი ორგანოების გასვლისას პერიტონეუმის ჯიბეებში:
📎 ბრმა ნაწლავთან ან სიგმოიდურ ნაწლავთან ახლოს;
📎 ბადექონის ჩანთაში;
📎 ტრეიტცის იოგის ახლოს.
⭕️ მსგავსი თიაქრები ვლინდება მხოლოდ გართულებების დროს, როდესაც ვითარდება ჩაჭედვა, წარმოიქმნება ნაწლავთა სრული ან ნაწილობრივი გაუვალობა.
🩺 დიაფრაგმის თიაქარი შეიძლება იყოს:
➡️ ცრუ – მუცლის ღრუს ორგანოები, რომლებიც დაფარულნი არ არიან პერიტონეუმის ფურცლით, გადაინაცვლებენ გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის თანდაყოლილი დეფექტიდან;
➡️ ჭეშმარიტი – წარმოიქნება დიაფრაგმის სუსტ უბნებში მუცელშიგა წნევის მომატებისას, ამასთან, მუცლის ღრუს ორგანოები ან პერიტონეუმისწინა ცხიმოვანი ქსოვილი გადიან შუასაყარში ან პლევრის ღრუში.
👉 გაიგეთ მეტი შიგა თიაქრების შესახებ – https://bit.ly/3htDBw
#თიაქარი #შიგათიაქარი #დიაფრაგმისთიაქარი #მუცლისღრუსთიაქარი #თიაქრისნიშნები #თიაქრისსიმპტომები #თიაქრისდიაგნოსტიკა #თიაქრისმკურნალობა #ტკივილიმენჯისარეში #სისუსტე #გულისრევა #ღებინება #ცხელება #შეკრულობა #გულძმარვა #სისავსისშეგრძნება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>> ქირურგიული დაავადებები  >> თიაქარი