თიაქრის პარკის ფლეგმონა

თიაქრის პარკის ფლეგმონა

თიაქრის პარკის ფლეგმონა – წარმოიქმნება ნაწლავის ნეკროზის შედეგად ჩაჭედილ თიაქარში და ანთებითი პროცესის შემდგომი გავრცელებით თიაქრის პარკიდან მუცლის კედლის ქსოვილებზე. დიაგნოზი ჩაჭედვის ხანგრძლივი ვადებისა (3-5 დღეზე მეტი) და თიაქრის პარკის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ტიპიური ანთებითი ცლილებების დროს, რთული არ არის. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება სითხის მრავლობითი დონეები.

თიაქრის პარკის ფლეგმონა – მკურნალობა ოპერაციულია: ტარდება ლაპარატომია, ნაწლავის მარყუჟების რეზექცია, ნაწლავთაშორისის ანასტომოზის დადება. შუა ლაპარატომიული ჭრილობის გაკერვის შემდეგ ტარდება კანის გაკვეთა თიაქრის ზევით და თიაქრის პარკის ამოკვეთა, ნაწლავისნეკროზულ მარყუჟებთან ერთად. პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თიაქრის პარკის ფლეგმონა – წარმოიქმნება ნაწლავის ნეკროზის შედეგად ჩაჭედლ თიაქარში და ანთებითი პროცესის შემდგომი გავრცელებით თიაქრის პარკიდან მუცლის კედლის ქსოვილებზე. დიაგნოზი ჩაჭედვის ხანგრძლივი ვადებისას (3 – 5 დღეზე მეტი) და თიაქრის პარკის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ტიპიური ანთებითი ცლილებების დროს რთული არ არის. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს ვლინდება სითხის მრავლობითი დონეები. მკურნალობა ოპერაციულია.