ნაღველკენჭოვანი დაავადება cholelithiasis
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
ნაღველკენჭოვანი დაავადება – დაავადება, რომელიც განპირობებულია ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნით; იშვიათად კენჭები წარმოიქმნება ღვიძლისა და ნაღვლის სადინრებში.
40 წლის ზევით კენჭები აღინიშნება ქალების 32%-ში და მამაკაცების 16%-ში. შემთხვევათა 30%-ში აღინიშნება ნაღვლის დაინფიცირება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
კენჭწარმოქმნას საფუძვლად უდევს წონასწორობის დარღვევა ნაღვლის სტაბილიზატორებსა (ნაღვლის მჟავეები და ლეციტინი) და მათში გახსნილი ნივთიერებების რაოდენობას შორის (კალციუმის კარბონატი, ბილირუბინი და ქოლესტერინი).
სიმპტომები, მიმდინარეობა
ნაღველკენჭოვანი დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა საკმაოდ იშვიათია. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში იგი იწყება ნაღვლის კოლიკის ან მწვავე ქოლეცისტიტის ტიპური შეტევებით. ოპერაციისშემდგომი ლეტალობა ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე ავადმყოფთა შორის თითქმის 10-ჯერ დაბალია, ვიდრე მწვავე ქოლეცისტიტის დროს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება წარმოადგენს ჩვენებას ოპერაციის ჩატარებისათვის, ვინაიდან ოპერაცია გართულების წარმოქმნამდე ნაკლებ სახიფათოა. ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულება განპირობებულია ინფექციის თანდართვით, ან კენჭის მიგრაციით, ან მათი კომბინირებით. ქოლედოქოლითიაზი შესაძლებელია გართულდეს პაპილიტით, ფატერის დვრილის ნაწიბუროვანი სტრიქტურის განვითარებით.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ გამოკვლევებსა და კვლევის დამატებით მეთოდებს. ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლგამომტანი გზების ულტრაბგერითი სკანირება წარმოადგენს საკმაოდ ინფორმატიულსა და არაინვაზიურ მეთოდს.
მკურნალობა
მკურნალობა ოპერაციულია – ქოლეცისტექტომია ნაღვლგამომტანი გზების ინტრაოპერაციულ გამოკვლევებთან. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ნაღვლის სადინრების დათვალიერებას, პალპაციას, ტრანსილუმინაციას, ასევე ინტრაოპერაციულ ქოლანქიოგრფიას. ნაღვლის საერთო სადინარში კონკრემენტების აღმოჩენისას მას ხსნიან, კენჭებს იღებენ და ატარებენ საკონტროლო ზონდირებასა და ქოლედოქოსკოპიას.
ნაღველკენჭოვანი დაავადება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩺 ნაღველკენჭოვანი დაავადება – დაავადება, რომელიც განპირობებულია ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნით
🔛 კენჭწარმოქმნას საფუძვლად უდევს წონასწორობის დარღვევა ნაღვლის სტაბილიზატორებსა (ნაღვლის მჟავეები და ლეციტინი) და მათში გახსნილი ნივთიერებების რაოდენობას შორის (კალციუმის კარბონატი, ბილირუბინი და ქოლესტერინი)
💉 ნაღველკენჭოვანი დაავადება წარმოადგენს ჩვენებას ოპერაციის ჩატარებისათვის, ვინაიდან ოპერაცია გართულების წარმოქმნამდე ნაკლებ სახიფათოა
🔘 ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულება განპირობებულია:
➡️ ინფექციის თანდართვით;
➡️ კენჭის მიგრაციით;
➡️ ან მათი კომბინირებით
👉 გაიგე მეტი ნაღველკენჭოვანი დაავადების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ნაღველკენჭოვანიდაავადება #ნაღვლისკენჭები #კენჭებინაღვლისბუშტში #ნაღვლისბუშტისკენჭები #ნაღველკენჭოვანიდაავადებისსიმპტომები #ნაღვლისკენჭებისსიმპტომები #ნაღვლისკენჭებისმკურნალობა #ნაღვლისკენჭებისდაშლა #კენჭისწარმოქმნანაღვლისბუშტში #ქოლელითიაზი #ქოლელითიაზისსიმპტომები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988