სისხლდენა ფილტვიდან

სისხლდენა ფილტვიდან bronchial [pulmonary] hemorrhage

სისხლდენა ფილტვიდან აღინიშნება ფილტვის კიბოს, ასევე ბრონქების უცხო სხეულების, აორტის ანევრიზმის, გულის მიტრალური მანკების (სტენოზი), ფილტვის ინფარქტის, ფილტვის განგრენის, ბრონქოექტაზების, ბრონქის ადენომის, ტუბერკულოზის, ფილტვისმიერი ლოკალიზაციის ენდომეტრიოზის დროს. მიზეზი შესაძლოა იყოს ე. წ. რასმუსენის ანევრიზმის აროზია, რომელიც წარმოიქმნება ტუბერკულოზური კავერნისა და ბრონქოექტაზიული ღრუების კედელში. კიბო დროს წარმოიქმნება სიმსივნის სისხლძარღვთა  დაზიანების  შედეგად.

სისხლდენა ფილტვიდან სიმპტომები, მიმდინარეობა. სისხლის ამოხველება ,,სავსე პირით” (ჰემოპტოე) ან ნახველში სისხლის შერევა (ჰემოფტიზი) იძლევიან საბაბს მოვძებნოთ ერთ – ერთი ზემოთ აღწერილი დაავადება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენასთან დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას, ყურადღებას აქცევენ სისხლის ღია წითელ შეფერილობას, რომელსაც ყოველთვის აქვს ტუტე რეაქცია (სინჯი ლაკმუსით), სისხლი არის ქაფიანი, შეუდედებელი, გამოიყოფა ხველით ბიძგებთან სინქრონულად. ყველა შემთხვევაში ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. აუცილებელია გულმკერდის რენტგენოგრაფია ორ პროექციაში, ჩვენების მიხედვით – კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგჯერ ბრონქული არტერიის ანგიოგრაფია. აუცილებელია ბრონქოსკოპია როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი და საჭიროების მიხედვით ბრონქის პალიატურ-სამკურნალო-ტამპონადა.

სისხლდენა ფილტვიდან პროგნოზი დამოკიდებულია სისხლდენის მიზეზზე.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.