მალორი-ვეისის სინდრომი

მალორი-ვეისის სინდრომი Mallory-Weiss syndrome

მალორი-ვეისის სინდრომი სინდრომს აქვს ტიპიური კლინიკური სურათი: ალკოჰოლის ან დიდი რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ იწყება მასიური ღებინება კუჭის შიგთავსით, შემდეგ კი შეუცვლელი სისხლით. სისხლდენა იშვიათად არის ინტენსიური.

მალორი-ვეისის სინდრომი დიაგნოზი ზუსტდება ენდოსკოპური გამოკვლევით, რომლის პროცესში, როგორც წესი, ხერხდება სისხლდენის შეჩერება.

მალორი-ვეისის სინდრომი მკურნალობა. გარდა ენდოსკოპური მეთოდებისა, გამოიყენება ყინული, ანტაციდები, სისხლის შემადედებელი სისტემის სტიმულატორები. სისხლდენის ენდოსკოპურად შეჩერების შეუძლებლობის ან განმეორებითი რეციდივების დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა – გასტროტომია, კუჭის კარდიის ლორწოვანი გარსის გაკერვა, ზოგჯერ დამატებით გადაკვანძავენ კუჭის მარცხენა არტერიას.

მალორი-ვეისის სინდრომი პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მალორი – ვეისის სინდრომი – კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენის წყაროა ნახეთქი; სინდრომს აქვს ტიპიური კლინიკური სურათი: ალკოჰოლის ან დიდი რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ იწყება მასიური ღებინება კუჭის შიგთავსით, შემდეგ კი შეუცვლელი სისხლით. სისხლდენა იშვიათად არის ინტენსიური. დიაგნოზი ზუსტდება ენდოსკოპური გამოკვლევით, რომლის პროცესში, როგორც წესი, ხერხდება სისხლდენის შეჩერება. მკურნალობა. გარდა ენდოსკოპური მეთოდებისა, გამოიყენება ყინული, ანტაციდები, სისხლის შემადედებელი სისტემის სტიმულატორები, ამინოკაპრონის მჟავა შიგნით მისაღებად. სისხლდენის ენდოსკოპურად შეჩერების შეუძლებლობის დროს ან განმეორებითი რეციდივების დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა – გასტროტომია, კუჭის კარდიის ლორწოვანი გარსის გაკერვა, ზოგჯერ დამატებით გადაკვანძავენ კუჭის მარცხენა არტერიას. პროგნოზი კეთილსაიმედოა. 2. საყლაპავის ან კუჭის დასაწყისი ნაწილის ლორწოვანი გარსის გაგლეჯა ღებინებისას, სლოკინისას; ერთ – ერთი მიზეზია კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენისა. ხშირად აღინიშნება ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებში.