მაგისტრალური არტერიების ოკლუზია

მაგისტრალური არტერიების ოკლუზია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მაგისტრალური არტერიების ოკლუზია – იწვევს ანატომიური მიდამოს ან ორგანოს სისხლმომარაგების მწვავე ან ქრონიკულ მოშლას. სისხლმომარაგების მწვავე დარღვევები განპირობებულია სისხლძარღვის თრომბოზით ან ემბოლიით. 95%-ში ემბოლიის მიზეზია გულის პათოლოგია: მიტრალური ან აორტული სარქვლის მანკები, მოციმციმე არითმია, მიოკარდის ინფარქტისშემდგომი მდგომარეობა თრომბების წაროქმნით, გულის ანევრიზმა, სეპტიკური ენდოკარდიტი. 5%-ში ემბოლიის წყაროა არტერიულ ანევრიზმებში თრომბული მასების წარმოქმნა. ემბოლია ხშირად წარმოიქმნება არტერიული სისხლძარღვების ფიზიოლოგიურ ან მეორადად განვითარებულ შევიწროებებში, უპირატესად მსხვილი სისხლძარღვების ბიფურკაციის არეში.

ეს იწვევს როგორც მინიმუმ სისხლმიმოქცევის ორი დიდი ზონის გამოთიშვას, რასაც ახლავს კოლატერალური სისხლმიმოქცევის ბლოკადა. 45%-ში ემბოლი ახდენს ბარძაყის არტერიის ბლოკირებას, 15%-ში – თეძოს და მუხლქვეშა არტერიების, 8%-ში აორტის ბიფურკაციის, იშვიათად – ხელების, წვივის, თავის ტვინის, ჯორჯლის სისხლძარღვების. მწვავე ემბოლიის დროს 4 – 6 საათიანი იშემია უკვე კრიტიკულია; უფრო დიდი ვადების დროს კიდურის ფუნქციის აღდგენა ვერ ხერხდება. ემბოლიის ვადების გაზრდისას არტერიის დისტალურ ნაწილებში წარმოიქმნება თრობოზი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს ოპერციულ ჩარევას და აუარესებს დაავადების პროგნოზს. საბოლოო ეტაპზე ვითარდება ვენური სისტემის თრომბოზიც, ამ სტადიაში ქირურგიული მკურნალობა არაეფექტურია. არტერიული სისხლძარღვების მწვავე ოკლუზიის მეორე მიზეზია თრომბოზი, რომელიც წარმოიქმნება შეცვლილ არტერიულ კედელში (ათერომატოზი, ენდარტერიიტი). იშვიათად თრომბოზი წარმოიქმნება გარედან არტერიის გაჭყლეტით, რომელიც ვითარდება მოტეხილობების, ამოვარდნილობების, ჰემატომების, სხვადასხვა გენეზის თრომბოციტოპათიების დროს. ძალიან იშვიათად არტერიული სისხლმიმოქცევის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს არტერიის მკვეთრი სპაზმი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ, ასევე ნიკოტინითა და ერგოტამინით მოწამვლებისას.

მაგისტრალური არტერიების ოკლუზია დიაგნოზი. ვინაიდან მწვავე თრომბოზი ხშირად წარმოიქმნება სისხლძარღვის ათეროსკლეროზული დაზიანების ნიადაგზე, რომლის დროსაც უკვე განვითარებულია კოლატერალების ქსელი, დაავადების კლინიკური სურათი იმდენად მწვავე არ არის, როგორც ემბოლიის დროს, და კიდურის შექცევადი იშემიის ვადები მეტია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები