აორტის რკალის ტოტების ოკლუზია

აორტის რკალის ტოტების ოკლუზია

აორტის რკალის ტოტების ოკლუზიაიწვევს თავის ტვინისა და ზედა კიდურების იშემიას.

ეტიოლოგია: ათეროსკლეროზი, არასპეციფიკური აორტო-არტერიიტი, კომპრესია, სისხლძარღვთა თანდაყოლილი ანომალიები, ფიბრომუსკულარული დისპლაზია.

დაავადების პათოგენეზში ძირითადი რგოლია თავის ტვინის უბნების ჰიპოქსია, რომლებიც სისხლმარაგდებიან დაზიანებული არტერიებით. თავის ტვინის 4 არტერიიდან ერთ – ერთის დაზიანებისას თავის ტვინის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგება შესაძლებელი ხდება დიდი ტვინის არტერიული წრით სისხლის გადადენის შედეგად; თუმცა ზოგჯერ ეს იწვევს პარადოქსულ ეფექტს.

ლავიწქვეშა არტერიის პროქსიმალური ნაწილის ოკლუზიის დროს სისხლი ზედა კიდურში ხვდება დიდი ტვინის არტერიული სისტემიდან, რის გამოც ღარიბდება ამ უკანასკნელის სისხლმომარაგება, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს (ლავიწქვეშა მიტაცების სინდრომი).

ოკლუზიის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა საძილე არტერიების ბიფურკაცია (50%), იშვიათად – საერთო საძილე არტერია, მხართავის ღერო, ლავიწქვეშა და ხერხემლის არტერიები.

ქირურგიული დაავადებები 


გაფრთხილება

დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..