არტერიული სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზიები

არტერიული სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზიები

არტერიული სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზიები – ანგიონეიროპათიები (რეინოს დაავადება და სხვ.); ანგიოპათიები; ანგიოორგანოპათიები >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

არტერიული სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზიები – იწვევენ სისხლმიმოქცევის შემცირებას ანატომიურ უბანში ან ორგანოში. მუდმივი პერფუზიული წნევის დროს, ანუ თანაბარი სისხლმიმოქცევის დროს, ოკლუზიის ქვევით წნევა ქვეითდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სისხლძარღვის სანათური შევიწროებულია 50%-ზე მეტად. ეს კანონზომიერება განპირობებულია პერიფერიული წინააღმდეგობის არსებობით. სტენოზის დროს ორგანული სისხლმიმოქცევა დამოკიდებულია ოკლუზიურ ზონასთან სისხლის მიდინებაზე, სისხლძარღვის შევიწრების ხარისხზე (სისხლძარღვის შევიწროების პროცენტი), პერიფერიული წინააღმდეგობის სიდიდესა და სისხლის წებვადობაზე. ოკლუზიის მორფოლოგიურ შედეგს წარმოადგენს პოსტსტენოზური დილატაცია, ანევრიზმის, თრომბებისა და პერიფერიული ემბოლიების, კოლატერალების განვითარება.

კოლატერალური სისხლმიმოქცევა წარმოადგენს მნიშვნელოვანი სტენოზის შედეგს, სისხლძარღვის პრე – და პოსტსტენოზურ სეგმენტებს შორის წნევის დიდი გრადიენტით. არტერიული სისხლმიმოქცევის ქრონიკული დარღვევები იყოფა 3 ჯგუფად: ანგიონეიროპათიები (რეინოს დაავადება და სხვ.); ანგიოპათიები; ანგიოორგანოპათიები. პირველი ორი ფორმის დროს თუკი კონსერვატიული მკურნალობა ეფექტს არ იძლევა, მიმარათავენ წელის ან გულმკერდის სიმპათექტომიას. ანგიოორგანოპათიების დროს, რომლებიც შეადგენენ 90%-ს ყველა ობლიტერაციული დაავადებისა, ძირითადია ქირურგიული მკურნალობა. ორგანოპათიებს შორის ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, შედარებით – იშვიათად მაობლიტირებელი ენდარტერიიტი და თრომბანგიიტი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები