ქრონიკული პანკრეატიტი

ქრონიკული პანკრეატიტი chronic pancreatitis

ქრონიკული პანკრეატიტი – ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს პანკრეასის სადინრების შევიწროება ან დაცობა, კენჭწარმოქმნა. ხშირად წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის შედეგს; დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზო – და ენდოკრინული უკმარისობა.

ქრონიკული პანკრეატიტისიმპტომები: აღინიშნება შეტევითი ან მუდმივი ტკივილები მუცლის ზედა ნახევარში, ირადიაციით წელის არეში და მხრის ზევით. რიგ შემთხვევებში ვითარდება მექანიკური სიყვითლე, ნაღვლის საერთო სადინრის გაჭტლეტის გამო. ტკივილის გარეშე მიმდინარე ფორმის დროს წარმოიქმნება კვების დარღვევა და შაქრიანი დიაბეტი. ავადმყოფი წევს მუცელთან მიზიდული ფეხებით; მუცლის პალპაციით აღინიშნება კუნთების რიგიდობა და მტკივნეულობა ეპიგასტრიუმში, ძალიან იშვიათად ხერხდება მტკივნეული წარმონაქმნის პალპირება; რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს კალცინატები, ხოლო კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კონტრასტული გამოკვლევით – ანტრალური ნაწილის უკანა კედლის გადაწევა. დიაგნოსტიკაში ეფექტურია რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია, კუჭქვეშა ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოსთან, რაც ხშირად რთულია ოპერაციის მომენტში, რის გამოც მიმართავენ პუნქციურ ბიოფსიას.

ქრონიკული პანკრეატიტიმკურნალობა დამოკიდებულია დაავადების წამყვანი პათოგენეტიკური რგოლის ხასიათზე: ნაღვლკენჭოვანი დაავადებებთან კომბინირებისას ტარდება ქოლეცისტექტომია. პანკრეასული სადინრების შევიწროებისას ტარდება რეტროგრადული დრენირება. ინდურაციული პაანკრეატიტის დროს, რომელსაც ახლავს გამოხატული ტკივილის სინდრომი, ნაჩვენებია სუბტოტალური პანკრეატექტომია.

ქრონიკული პანკრეატიტიპროგნოზისერიოზულია, ხშირია დაავადების რეციდივები, ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც კი.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.