მეზენტერული (ჯორჯლის) სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზია
მეზენტერული (ჯორჯლის) სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზია – მიზეზები: ჯორჯლის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, არტერიიტი, კედლის ფიბრომუსკულარული ჰიპერპლაზია ან არტერიის გაჭყლეტა გარედან (დიაფრაგმის ფეხებით, ნერვული წნულების ბოჭკოებით, ფიბროზული ჭიმებით). განსაკუთრებით ხშირი ლოკალიზაციაა – ჯორჯლის ზედა არტერია.
მეზენტერული (ჯორჯლის) სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზია – სიმპტომები: დამახასიათებელია ტკივილის წარმოქმნა ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ; აღინიშნება შეწოვის დარღვევა, ფაღარათი, სისხლძარღვოვანი შუილები; ტკივილი მუცელში ძლიერია, ხანგრძლივი. მუცლის ღრუს აუსკულტაციით ისმის სტენოზური სისხლძარღვოვანი შუილები ჭიპის ზევით.
მეზენტერული (ჯორჯლის) სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზია – დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ანგიოგრაფია. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება იშემიური ენტერიტი და ენტეროკოლიტი.
მეზენტერული (ჯორჯლის) სისხლძარღვების ქრონიკული ოკლუზია – მკურნალობა ოპერაციულია – ენდარტექტომია ან აორტომეზენტერული შუნტირება ავტოვენით.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.