ორქოეპიდიდიმიტი

ორქოეპიდიდიმიტი orchiepididymitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ორქოეპიდიდიმიტი სათესლე ჯირკვლისა და მისი დანამატის არასპეციფიკური ანთება. შემთხვევათა დაახლოებით 90%-ში დაზიანება ცალმხრივია; ხშირად ვითარდება საშარდე გზების ანთებითი დაავადებების (მათ შორის გონორეის), შარდის ბუშტის ხანგრძლივი კათეტერიზაციის, ტრანსურეთრული პროსტატექტომიის შემდეგ. დაიფიცირების ჰემატოგენური გზა ძალზე იშვიათია. პირველადად ანთება წარმოიქმნება სათესლის დანამატში და სწრაფად ვრცელდება ჯირკვალში.

ორქოეპიდიდიმიტი სიმპტომები, მიმდინარეობა. რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდება სათესლე ჯირკვლის მტკივნეული ცალმხრივი გადიდება კანის ჰიპერემიით, სათესლე პარკის შეშუპებითა და ტემპერატურის მომატებით 40°С-მდე. სათესლე პარკის ზევით აწევისას ტკივილი მცირდება. დიაგნოზის დადგენა რთული არ არის. აუცილებელია გონორეის გამორიცხვა.

ორქოეპიდიდიმიტი მკურნალობა. სათესლე პარკის აწეული მდებარეობა, თბილი კომპრესები, ინიშნება ანტიბიოტიკები. დაჩირქების დროს ნაჩვენებია ჩირქგროვის გახსნა. წყალმანკის ფორმირების დროს – პუნქცია და სითხის ასპირაცია.

ორქოეპიდიდიმიტი პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები