ქოლანგიტი

ქოლანგიტი cholangitis

ქოლანგიტი ნაღვლის სადინრების არასპეციფიკური ანთება. ხშირად კომბინირებულია ქოლედოქოლითიაზთან, ნაღვლის საერთო სადინრის ცისტებთან, ნაღვლის სადინრების კიბოსთან.

ქოლანგიტი სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი დამოკიდებულია მწვავე დესტრუქციული ქოლეცისტიტის არსებობაზე ან არარსებობაზე, რომელიც საკმაოდ ხშირად რთულდება ქოლანგიტით. დაავადება იწყება ტკივილის შეტევით, რომელიც მოგვაგონებს ღვიძლის კოლიკას (ქოლედოქოლითიაზის გამოვლინება), რის შემდეგაც სწრაფად ვლინდება მექანიკური სიყვითლე, ტემპერატურის მომატება, კანის ქავილი. დათვალიერებისას ვლინდება კანის იქტერულობა, კანზე განაკაწრები, ენა სველი და ნადებითაა დაფარული, მუცელი შებერილი არ არის.

მუცლის პალპაციით აღინიშნება კუნთების გარკვეული რიგიდობა მარჯვენა ნეკნქვედა არეში, მტკივნეულობა; ღრმა პალპაციით ღვიძლი გადიდებულია, მისი კიდე დამრგვალებულია; ტემპერატურა ზოგჯერ ჰექტიურია, აღინიშნება შემცივნება. სისხლში ვლინდება ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. ჰიპერბილირუბინემია, – ძირითადად პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, ტუტე ფოსფატაზის მომატება, ღვიძლის ფერმენტების ზომიერი მომატება ღვიძლის პარენქიმის ტოქსიკური დაზიანების გამო. დიაგნოზის დაზუსტება ხდება ღვიძლისა და ნაღვლგამომტანი სადინრების ულტრაბგერითი გამოკვლევით.

ქოლანგიტი გართულებები: ღვიძლის მრავლობითი აბსცესების ფორმირება, სეფსისი, ღვიძლ-თირკმლის უკმარისობა.

ქოლანგიტი მკურალობა. ქოლანგიტით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის ტაქტიკა საკმაოდ რთულია, რაც განპირობებულია ჩირქოვანი პროცესით, მექანიკური სიყვითლითა და მწვავე დესქტრუქციული ქოლეცისტიტით. თითოეული ეს მომენტი მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, თუმცა ავადმყოფები მექანიკური სიყვითლით ვერ იტანენ ხანგრძლივ და ტრავმულ ოპერაციულ ჩარევებს. ამიტომ, მიზანშეწონილია პირველ რიგში ნაღვლის ადეკვატური დინების უზრუნველყოფა, რითაც მცირდება ქოლანგიტის გამოვლინებები, ინტოქსიკაცია. მეორე ეტაპზე ტარდება რადიკალური ჩარევა, რომელიც მიმართულია ქოლანგიტის წარმოქმნის მიზეზების ლიკვიდაციისაკენ. სანაღვლე გზების დეკომპრესიის მიზნით ტარდება ენდოსკოპური პაპილოსპინქტერექტომია, წინასწარი რეტროგრადული ქოლანგიოგრაფიის შემდეგ. პაპილოსპინქტერექტომიის შემდეგ ქოლედოქის რეზიდუალური კენჭების დროს ზოგჯერ ხდება კონკრემენტების გამოსვლა ნაღვლგამომტანი გზებიდან, ქოლანგიტის მოვლენები კუპირდება და საკითხი განმეორებითი ოპერაციის შესახებ იხსნება.

ქოლანგიტი პროგნოზი სერიოზულია.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქოლანგიტი – ნაღვლის სადინრების არასპეციფიკური ანთება. ხშირად კომბინირებულია ქოლედოქოლითიაზთან, ნაღვლის საერთო სადინრის ცისტებთან, ნაღვლის სადინრების კიბოსთან. სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი დამოკიდებულია მწვავე დესტრუქციული ქოლეცისტიტის არსებობაზე ან არარსებობაზე, რომელიც საკმაოდ ხშირად რთულდება ქოლანგიტით. დაავადება ჩვეულებრივ იწყება ტკივილის შეტევით, რომელიც მოგვაგონებს ღვიძლის კოლიკას (ქოლედოქოლითიაზის გამოვლინება), რის შემდეგაც სწრაფად ვლინდება მექანიკური სიყვითლე, ტემპერატურის მომატება, კანის ქავილი. დათვალიერებისას ვლინდება კანის იქტერულობა, კანზე განაკაწრები, ენა სველია და ნადებითაა დაფარული, მუცელი შებერილი არ არის. მუცლის პალპაციით აღინიშნება კუნთების გარკვეული რიგიდობა მარჯვენა ნეკნქვედა არეში, მტკივნეულობა, ღრმა პალპაციით ისინჯება ღვიძლის გადიდებული ზომები, მისი კიდე დამრგვალებულია; ტემპერატურა ზოგჯერ ჰექტიურია, აღინიშნება შემცივნება. სისხლში  –  ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. ჰიპერბილირუბინემია,  –   ძირითადად პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, ტუტე ფოსფატაზის მომატება, ღვიძლის ფერმენტების ზომიერი მომატება ღვიძლის პარენქიმის ტოქსიკური დაზიანების გამო. დიაგნოსტირებაში გვეხმარება ღვიძლის და ნაღვლგამომტანი სადინრების ულტრაბგერითი გამოკვლევა. გართულებები: ღვიძლის მრავლობითი აბსცესების ფორმირება, სეფსისი, ღვიძლ – თირკმლის უკმარისობა.