პოსტჰეპატიტური სინდრომი

პოსტჰეპატიტური სინდრომი posthepatitic sindrome

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პოსტჰეპატიტური სინდრომი (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა ფუნქციონალური და მორფოლოგიური ცვლილებების ნიშნების გარეშე.

ზოგჯერ ავადმყოფებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მსუბუქი დისპეფსიური მოვლენები. ღვიძლი ნორმალური ზომისაა ან მცირედ გადიდებული, უმტკივნეულოა. რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში აღინიშნება სიმპტომების სრული რეგრესი.

მკურნალობა. ავადმყოფებს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ. დიეტა: ცხარე და ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლური სასმელების გამორიცხვა. რეკომენდებულია მსუბუქი ნაღვლმდენი საშუალებები კურსობრივად, ვიტამინოთერაპია. სითბური და ელექტრული პროცედურები ღვიძლისარეში რეკომენდებული არ არის. ავადმყოფთა შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური და ნერვული გადაძაბვების შეზღუდვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook