უნაყოფობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

უშვილობაზე საუბრობენ, როდესაც 1 წლის რეგულარული სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში, ქალი, რომელიც არ ღებულობს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, არ ორსულდება.
განასხვავებენ აბსოლუტურ უნაყოფობას, როდესაც ქალის ორგანიზმში ადგილი აქვს შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლიან ჩასახვას (საშვილოსნოს, მილებისა და საკვერცხეების არარსებობა), და შედარებით უნაყოფობას, რომლის დროს უნაყოფობის მიზეზების აღკვეთა შესაძლებელია.
გარდა ამისა, განასხვავებენ აგრეთვე პირველად უნაყოფობას, როდესაც ქალი, არასოდეს არ ყოფილა ორსულად, და მეორად უნაყოფობას, როდესაც ჩასახვა არ დგება, თუმცა ადრე ორსულობა აღნიშნული იყო.

უნაყოფო ქორწინებების სიხშირე

უნაყოფო ქორწინებების სიხშირე შეადგენს 10-15%-ს. შემთხვევათა 60%-ში უნაყოფობის მიზეზი ქალის ორგანიზმში არსებული ცვლილებებია, ხოლო 40%-ში – ცვლილებები კაცის ორგანიზმში (სპერმის არასრულფასოვნება, ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია).
ქალის უნაყოფობის განსაკუთრებულად ხშირი მიზეზია სასქესო ორგანოების ანატომიური და ფუნქციური ცვლილებები: ინფანტილიზმი, საშვილოსნოს მილების, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის, საშოს ანთებითი დაავადებები, საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები; საშვილოსნოს სიმსივნეები (მიომა), ენდომეტრიოზი; საკვეცხეების სიმსივნეები; საშვილოსნოს ყელის ტრავმული დაზიანებები მშობიარობისა და აბორტების დროს და სხვ. მეორადი უნაყოფობოს ხშირი მიზეზია აბორტები.

გამოკვლევა

უნაყოფობის დროს ქალის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ქმრის შესაბამისი გამოკვლევისა შემდეგ, როცა კაცის უნაყოფობა გამოირიცხება. გინეკოლოგიური გამოკვლევისას ყურადღებას აქცევენ შიგნითა სასქესო ორგანოების მდგომარეობას (საშვილოსნო, დანამატები, ყელი).
მნიშვნელოვანია საშოს შიგთავსის მჟავეობის, ყელის სეკრეტის წებოვნების დადგენა (მომატებული მჟავიანობა დამღუპველად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე, ხოლო ცერვიკალური ლორწოს მომატებული წებოვნება აბრკოლებს მათ მოძრაობას).
აუცილებელია ჩატარდეს სინჯი ყელის ლორწოსა და სპერმის შეთავსებადობაზე. შეხორცებითი პროცესების გამოსავლენად საშვილოსნოში, მილებში და სხვ. იყენებენ პერტუბაციას, მეტროსალპინგოგრაფიას, ბიკონტრასტულ გინეკოგრაფიას, კიმოგრაფულ ჰიდროტუბაციას.
უნაყოფობის ენდოკრინული ფორმების დროს ტარდება საკვერცხეების ფუნქციის გამოკვლევა ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების დახმარებით, ტარდება ენდომეტრიუმის ბიოფსია. საშვილოსნოს მილებში არსებული პათოლოგიებით გამოწვეული უნაყოფობის დროს გამოიყენება ლაპარასკოპია.

მკურნალობა

უნაყოფობის მკურნალობას განსაზღვრავს პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია და ხასიათი.


უნაყოფობაუნაყოფობა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 უშვილობაზე საუბრობენ, როდესაც 1 წლის რეგულარული სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში, ქალი, რომელიც არ ღებულობს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, არ ორსულდება.
🔎 განარჩევენ:
➡️ აბსოლუტური უნაყოფობა – როდესაც ქალის ორგანიზმში ადგილი აქვს შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლიან ჩასახვას;
➡️ შედარებითი უნაყოფობა – როდესაც უნაყოფობის მიზეზების აღკვეთა შესაძლებელია.
📌 ამას გარდა, განასხვავებენ:
☑️ პირველად უნაყოფობას – როდესაც ქალი, არასოდეს არ ყოფილა ორსულად;
☑️ მეორად უნაყოფობას – როდესაც ჩასახვა არ დგება, თუმცა ადრე ორსულობა აღნიშნული იყო.
👉 შეიტყვეთ მეტი უნაყოფობის შესახებ – https://bit.ly/3WiIZ4q
#უნაყოფობა #უნაყოფობისმიზეზები #უნაყოფობისნიშნები #უშვილობა #უშვილობისმიზეზები #უშვილობისრისკფაქტორები #აბსოლუტურიუნაყოფობა #შედარებითიუნაყოფობა #პირველადიუნაყოფობა #მეორადიუნაყოფობა #წარსულშიარსებულიკიბო #საშვილოსნოსკიბო #საკვერცხეებისკიბო #არარეგულარულიციკლი #მოწევა #ალკოჰოლი #სგგდ #სიმსუქნე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.