საკვერცხის ცისტომა

საკვერცხის ცისტომა ovarian cystoma

საკვერცხის ცისტომა – პროლიფერაციული ეპითელური კეთილთვისებიანი სიმსივნე. განასხვავებენ ცისტომის ორ ძირითად სახეს: სეროზულსა და მუცინურს. სეროზული ცისტომების დროს გაავთვისებიანობა აღინიშნება 10 – 15%-ში, ხოლო მუცინურის დროს – 3-5%-ში.

საკვერცხის ცისტომა – სიმპტომები, მიმდინარეობა

ცისტომების განვითარება უსიმპტომოა. ზოგჯერ ავადმყოფები აღნიშნავენ ტკივილს მუცელში. მენსტრუალური ფუნქცია დარღვეული არ არის. გინეკოლოგიური გამოკვლევისას საშვილოსნოს უკან აღინიშნება მკვრივ-ელასტიკური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი. მუცინური ცისტომები ხშირად ცალმხრივია, სეროზული, ხშირად მიმდინარეობს ასციტით.

საკვერცხის ცისტომა – დიაგნოზი

ეყრდნობა გინეკოლოგიურ გამოკვლევებს. საბოლოოდ დოაგნოზის დაზუსტება ხდება ოპერაციის დროს და ამოკვეთილი პრეპარატის ჰისტოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკსა და სიმსივნის ხასიათზე. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს. გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

Share this...Share on Facebook
Facebook