ვულვის კრაუროზი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

ვულვის კრაუროზი vulvar kraurosis

ვულვის კრაუროზი – გარეთა სასქესო ორგანოების კიბოს  წინარე დაავადება, რომელიც ვლინდება ამ ორგანოების კანის დისტროფიული, ატროფიული და სკლეროზული ცვლილებებით. ჩვეულებრივ, კრაუროზი აღინიშნება ქალებში კლიმაქსის პერიოდში ან პოსტმენოპაუზის დროს.

სიმპტომები

გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სიმშრალე; გარეთა სასქესო ორგანოების გამოხატული ატროფია, საშოს შესავლის შევიწროება. აუცილებელია კოლპოსკოპური გამოკვლევები და ბიოფსია დაწყლულებისა და ლეიკოპლაკიის ადგილებიდან.

მკურნალობა

ინიშნება შესაბამისი მკურნალობა; განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევების დროს – ვულვის ექსტირპაცია.


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვულვის კრაუროზივულვის კრაუროზი – გარეთა სასქესო ორგანოების კიბოს წინა დაავადება, რომელიც გამოიხატება მათი კანის დისტროფიული, ატროფიული და სკლეროზული ცვლილებებით. ჩვეულებრივ, კრაუროზი აღინიშნება ქალებში კლიმაქსის პერიოდში ან პოსტმენოპაუზის დროს. სიმპტომები: გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სიმშრალე; გარეთა სასქესო ორგანოების გამოხატული ატროფია, საშოს შესავლის შევიწროება. აუცილებელია კოლპოსკოპიური გამოკვლევები და ბიოფსია დაწყლულებისა და ლეიკოპლაკიის ადგილებიდან.

2.  (გინეკ.) ატროფიული პროცესი, რომელიც იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების კანის დანაოჭებას. ქრება სასქესო ბაგეების კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ხდება კანის განლევა, თმების ცვენა. აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება კიბოსწინა მდგომარეობას. კანის დანაოჭების შედეგად ვიწროვდება საშოს შესავალი, კანი ხდება მშრალი, მყიფე, ადვილად დაზიანებადი. ვულვის კრაუროზს თან სდევს ქავილი, შარდვის დროს მტკივნეულობა.

3. ქალის გარეთა სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანი გარსების პროგრესირებადი ატროფია, სკლეროზი. ვითარდება უპირატესად კლიმაქტერულ პერიოდში. ადრეული სიმპტომია ვულვის შემაწუხებელი ქავილი. მკურნალობა კომპლექსურია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.