სინოვიტი synovitis
სინოვიტი – სახსრის სინოვიური გარსის ანთება, მასში ექსუდატის წარმოქმნით. ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი. წარმოიქმნება სახსრის ტრავმის, ასევე ართრიტის, ალერგიის, ჰემოფილიის დროს. ინფექციის მოხვედრისას ვითარდება ჩირქოვანი სინოვიტი.
სინოვიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სინოვიტს. მწვავე სინოვიტის დროს აღინიშნება ტკივილი, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება, ექსუდაცია სახსარში. ქრონიკული სინოვიტი ხასიათდება არამკვეთრი ტკივილით, სახსარში პერიოდული ექსუდაციით; ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება მადეფორმირებელი ართროზი.
სინოვიტი – დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკის საფუძველზე, თუმცა სინოვიტის მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია. დიაგნოზის დაზუსტება ხდება სახსრის პუნქციით მიღებული სითხის გამოკვლევით.
სინოვიტი – მკურნალობა. გარდა ძირითადი დაავადების თერაპიისა, გამოიყენება სახსრის პუნქცია, იდება დამწოლი ნახვევი, იმობილიზაცია, ინიშნება ფიზიოთერაპია. მწვავე სინოვიტის დროს მკურნალობა ტარდება სტაციონარში.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები