მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი

მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი manic-depressive psychosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი ვლინდება პერიოდული მანიაკალური და დეპრესიული მდგომარეობებით (ფაზები), რომლებიც ჩვეულებრივ გაყოფილია ინტერმისიებით; არ იწვევს ფსიქიკური დეფექტის ფორმირებას.

მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა და კონსტიტუციური ფაქტორები. უფრო ხშირად ავადდებიან ციკლოიდური და ფსიქასთენიური წყობის პირები. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ასევე ბორცქვეშა მიდამოს დისფუნქციასა და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიას. ქალები ავადდებიან უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები. პირველი შეტევები შეიძლება განვითარდეს როგორც პუბერტატულ პერიოდში, ასევე მოხუცებულობით ასაკში. უმრავლეს შემთხვევაში დაავადება იწყება სიცოცხლის მე-3-5 ათწლეულში.

მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. აფექტური დარღვევების გამოხატულება ვარირებს მსუბუქი დარღვევებიდან (ციკლოთიმია), რომლებსაც ჩვეულებრივ მკურნალობენ ამბულატორიულ პირობებში, მძიმე დეპრესიამდე და მანიებამდე, რომლებიც მოითხოვს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას. მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზისათვის დამახასიათებელია დარღვევების სრული შექცევადობა. იშვიათად, უკვე არაერთი რეციდივის შემდეგ, რემისიის პერიოდში, ასევე აღინიშნება ნარჩენი ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებები უმთავრესად წაშლილი ჰიპომანიაკური და სუბდეპრესიული დარღვევების სახით. დაავადების განმავლობაში ფაზების რიცხვი სხვადასხვაა. ფაზების ხანგრძლივობა 1 კვირიდან 1-2 წლამდეა, საშუალო ხანგრძლივობაა 6-12 თვე. ნათელი შუალედები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ აღინიშნებოდეს, მაგრამ ისინი გრძელდება თვეობით, წლობით და ზოგჯერ ათწლეულობით. ბიპოლარული მიმდინარობა – დეპრესიული და მანიაკური ფაზების მონაცვლეობა აღინიშნება შემთხვევათა 1/3-ში. ხშირად დაავადება მიმდინარეობს პერიოდული დეპრესიების სახით.

მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი – დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობა ტარდება ანტიდეპრესიული საშუალებებით. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია პარენტერალურად პრეპარატების შეყვანა.

მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი – პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. დეპრესიული ფაზების დროს იგი გართულებულია სუიციდალური მცდელობების საფრთხესთან დაკავშირებით. შემდგომი აფექტური ფაზების თავიდან ასაცილებად ნაჩვენებია პრევენციული თერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები