რეაქტიული ფსიქოზი

რეაქტიული ფსიქოზები reactive psychosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რეაქტიული ფსიქოზი ნევროზებთან ერთად შეადგენენ ფსიქოგენური დაავადებების ჯგუფს, ანუ განპირობებულნი არიან ფსიქიკური ტრავმით. მათთვის დამახასიათებელია ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების პირდაპირი კავშირი ტრავმირებად ფაქტორთან, ამასთან ეს გამოვლინებები ქრება მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ. განსხვავებით ნევროზებისაგან, რეაქტიული ფსიქოზებისთვის დამახასიათებელია სიმპტომატიკის მაღალი სიმწვავე და სიმძიმე; ფსიქომოტორულ და აფექტურ დარღვევებთან, ბოდვებთან და ჰალუცინაციებთან ერთად აღინიშნება ასევე ისტერიული დარღვევები, რომლებიც ხშირად მიმდინარეობენ გონების მოშლის (დისოციაციური რეაქციები) მოვლენებით. ავადმყოფები კარგავენ საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულად შეფასების უნარს, ქცევის კოორდინირებისა და შექმნილ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევის უნარს. ფსიქიკური ტრავმა შესაძლოა აღმოჩნდეს პირადი ან საზოგადოებრივი ხასიათის ტრაგიკული მოვლენა, სიცოცხლისათვის საშიში კოლიზიები, პათოგენური სიტუაციები. რეაქტიული ფსიქოზების პათოგენეზის მნიშვნელოვანი რგოლია ფსიქიკური ასთენიზაცია, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ ან სომატურ გამოფიტვას.

გამოყოფენ შემდეგ ფორმებს: აფექტურ – შოკური რეაქციები, ისტერიული ფსიქოზები, რეაქტიული დეპრესიები, რეაქტიული პარანოიდები.

რეაქტიული ფსიქოზი – აფექტურ – შოკური რეაქციები – რეაქტიული ფსიქოზების მწვავე ფორმები – წარმოიქმნება უეცარი, ძლიერი გარემოებებით (მიწისძვრა, ხანძარი და სხვ.). რეაქციები ვლინდება ფსიქომოტორული აგზნების, ან სტუპორის სახით.

რეაქტიული ფსიქოზი – ისტერიული ფსიქოზები ხშირად აღინიშნება ომის დროს, ასევე სასამართლო – სამძებრო სიტუაციასთან დაკავშირებით ან პატიმრობის დროს. ისინი მრავალფეროვანია, გამოირჩევიან დემონსტრატიულობით, გამოვლინებების მოზაიკურობითა და ამნეზიის ფრაგმენტულობით.

რეაქტიული ფსიქოზი – რეაქტიული დეპრესიები ხშირად წარმოიქმნება ფსიქოგენური ტრავმებით (ახლობელი ადამიანის სიკვდილი და სხვ.). დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე კონსტიტუციურ კუთვნილებას. კლინიკურ სურათში გარდა დათრგუნვისა, ცრემლიანობისა, სომატურ – ვეგეტატიური და ძილის დარღვვებისა, ხშირია ასევე მასიური ისტერიული გამოვლინებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები