თავის ტვინის სიმსივნეები

თავის ტვინის სიმსივნეები – თავის ტვინის სიმსივნეები იყოფა გლიომებად (60%), მენინგიომებად, ქალას ნერვების ნევრინომებად, მეტასტაზურ, თანდაყოლილ და სხვა სახის სიმსივნეებად. სიმსივნე შეიძლება იყოს ტვინშიგა (გლიომები) და ტვინგარეთა (მენინგიომები, ნევრინომები), მდებარეობის მიხედვით – ნახევარსფეროს, ინტრა – და პარასელარული და სუბტენტორიალური. ტვინში მეტასტაზები ხშირად ვითარდება ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის დროს, ტვინში იშვიათად მეტასტაზირდება სარკომა, მელანობლასტომა. ბავშვებში ტვინის სიმსივნეტა უმრავლესობა ვითარდება ნათხემში (მედულობლასტომა, ასტროციტომა).

თავის ტვინის სიმსივნეები სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი წარმოდგენილია ტვინის ზოგადი და ლოკალური ნიშნებით. ტვინის ზოგადი ნიშნები განპირობებულია ქალაშიდა წნევის მომატებით: თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვების შეგუბებითი დისკოები და სხვ. სიმსივნის ჰისტოლოგიური სტრუტურის და მისი ლოკალიზაციის მიხედვით ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომების განვითარების სიჩქარე ფართოდ ვარირებს. ხშირად კლინიკური სურათი ფორმირდება თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში. კეროვანი სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე.

თავის ტვინის სიმსივნეები შუბლის წილის სიმსივნე: ფსიქიკის ცვლილება, მეხსიერების დეფექტები, ეპილეფსიური შეტევები, მეტყველების მოშლა, ანოსმია სიმსივნის მხარეზე.

თავის ტვინის სიმსივნეები თხემის წილის სიმსივნე: ლოკალური კრუნჩხვები, მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევა სხეულის მოპირდაპირე მხარეზე, აფაზია მარცხენამხრივი ლოკალიზაციის დროს.

თავის ტვინის სიმსივნეები კეფის წილის სიმსივნე: მხედველობის გამოთიშვა მხედველობის საპირისპირო ველებში, მხედველობითი აურა კრუნჩხვითი შეტევის წინ.

თავის ტვინის სიმსივნეები საფეთქლის წილის სიმსივნე: ფსიქომოტორული ეპილეფსიური შეტევები, აფაზია, მხედველობის მოშლა მხედველობის მოპირდაპირე ველებში. ნათხემის სიმსივნე: წონასწორობისა და მოძრაობის კორდინაციის მოშლა, ქალაშიდა ჰიპერტენზიის ნიშნების განვითარება.

თავის ტვინის სიმსივნეები ჰიპოფიზის სიმსივნის დროს – ნეიროენდოკრინული დარღვევები, ბიტემპორალური ჰემიანოფსია, თურქული კეხის გადიდება.

თავის ტვინის სიმსივნეები ინტრაკრანიალური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, ასევე კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ანგიოგრაფიას.

თავის ტვინის სიმსივნეები მეტასტაზური სიმსივნეების გამოსაცნობად აუცილებელია ფილტვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა, მამოგრაფია, უროგრაფია. სიმსივნეზე ეჭვის მიტანის დროს აუცილებელია ასევე ჩატარდეს თვალის ფსკერის გამოკვლევა. ტვინის ზოგადი და კეროვანი ცვლილებების მიზეზი, რომლებიც იწვევენ სიმსივნის იმიტაციას, შეიძლება იყოს ტვინის აბსცესი, სუბდურული ჰემატომა, ანევრიზმა.

თავის ტვინის სიმსივნეები მკურნალობა. ინტრაკრანიული წნევის შემცირება. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია.

თავის ტვინის სიმსივნეები პროგნოზი დამოკიდებულია სიმსივნის ჰისტოლოგიურ აგებულებაზე და მის ლოკალიზაციაზე. ეფექტურია მენინგიომებისა და ნევრინომების ქირურგიული მკურნალობა. ავთვისებიანი გლიომებისა და მეტასტაზური სიმსივნეების დროს პროგნოზი სერიოზულია.

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავის ტვინის სიმსივნეები – (ნერვ. დაავ.) ხასიათდება თავის ტვინის ზოგადი სიმპტომებით (თავის ტკივილი, ხშირად დილაობით, გულისრევით და ღებინებით), რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქალასშიდა წნევის მომატებასთან და კეროვანი დაზიანებების სიმპტომებთან, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე (დამბლები, მეტყველების დარღვევები, ეპილეფსიური შეტევები და სხ.)

.