საშვილოსნოსგარე ორსულობა

საშვილოსნოსგარე ორსულობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საშვილოსნოსგარე ორსულობა – პათოლოგიური ორსულობა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავსდება საშვილოსნოს მილებში, საშვილოსნოს ყელში, მუცლის ღრუში ან საკვერცხეებში.
საშვილოსნოსგარე ორსულობა ვერ ვითარდება ნორმალურად და მთავრდება სპონტანური მშობიარობით.
თუმცა ისტორიაში ცნობილია მუცლის ღრუს ორსულობა, რომელიც დასრულდა საკეისრო კვეთით.
საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს ხდება სანაყოფო კვერცხის იმპლანტაცია და განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარეთ, ყველაზე უფრო ხშირად – საშვილოსნოს ლულაში (შემთხვევათა 99%-ში).

ეტიოლოგია, პათოგენეზი

საშვილოსნოსგარე ორსულობა ვლინდება გინეკოლოგიური ავადმყოფთა საერთო რიცხვის 1-4%-ში. საშვილოსნოსგარე ორსულობის ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ლულის ანთებითი ცვლილებები, როდესაც ზიანდება მისი ლორწოვანი გარსის ეპითელიუმი.
გარდა ამისა, დიდ როლს ასრულებს ინფანტილიზმი და სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევები, რომლებიც იწვევენ ლულის პერისტალტიკის შეცვლას; ქორიონის ბუსუსები ღრმად იზრდება საშვილოსნოს ლულის მთელს სისქეში, რასაც ხელს არ უშლის დეციდუალური გარსის ანტიპროტეოლიზური ფერმენტის ზემოქმედება, ვინაიდან იგი ლულაში სუსტადაა გამოხატული.
საშვილოსნოსგარე ორსულობა შესაძლოა დამთავრდეს ლულის აბორტით, როდესაც კვერცხი ლულის ამპულური ბოლოთი გამოიდევნება და ხვდება მუცლის ღრუში, ან ლულის კედლის გასკდომით. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს სისხლდენას; სისხლის გროვდება ლულაში, ვითარდება პერიტუბარული ან საშვილოსნოსგარეთა ჰემატომა. სისხლდენა განსაკუთრებით ძლიერია ლულის კედლის გასკდომის დროს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხშირად არ გააჩნია რაიმე დამახასიათებელი სიმპტომი. ქალი თავს თვლის ორსულად, შეიძლება აწუხებდეს მცირე მქაჩავი ხასიათის ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, ხანდახან –  უმნიშვნელო რაოდენობის სისხლიანი გამონადენი.
ხშირ შემთხვევაში ვლინდება მხოლოდ ორსულობის შეწყვეტისას, მუცლისშიდა სისხლდენის სიმპტომების გაჩენით.  ამ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი ოპერაცია, სასურველია ლაპაროსკოპია.
საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებას ხელს უწყობს საშვილოსნოს მილების გამავლობის დარღვევა, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული ინფექციებთან, რომლებიც გამოწვეულია ანთებითი პროცესებით საშვილოსნოსა და მისი დანამატების არეში.
განასხვავებენ პროგრესირებად და შეწყვეტილ საშვილოსნოსგარე ორსულობას. პროგრესირებადი საშვილოსნოსგარე ორსულობა მიმდინარეობს იმავე სიმპტომებით, როგორითაც საშვილოსნოს ორსულობა (მენსტრუაციის შეწყვეტა, გულისრევა და ღებინება დილაობით, საშოსა და საშვილოსნოს ყელის ციანოზი, საშვილოსნოს გადიდება და გარბილება და სხვ.).
ამ სტადიაზე საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტირება არ ხდება და მას თვლიან ჩვეულებრივ საშვილოსნოს ორსულობად; საშვილოსნოს ლულის ცვლილებები უმნიშვნელოდაა გამოხატული.

საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტა

საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტა ლულის გასკდომის გამო ყველაზე უფრო ხშირად ხდება ორსულობის მე-6-8 კვირაზე. აღინიშნება ძლიერი ტკივილი მუცელში, ირადიაციით ზევით (ფრენიკუს სიმპტომი), ან ქვევით, გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ან სწორ ნაწლავში, ასევე თავბრუსხვევა, გულის წასვლა, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის გახშირება და შინაგანი სისხლდენის სიმპტომების გაძლიერება.
სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან შესაძლოა არ აღინიშნებოდეს, ვინაიდან დეციდუალური გარსი ვერ ასწრებს საშვილოსნოს კედლიდან მოცილებას.
ლულის აბორტის დროს დარღვევები შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად და ჰქონდეს სხვადასხვა სურათი. ავადმოყოფს, მენსტრუაციის უმნიშვნელო შეჩერების ფონზე, აღენიშნება შეტევითი ტკივილები მუცელში, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა.
რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება მუქი სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან. ამ სიმპტომებს აქვთ პერიოდული ხასიათი.
სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია (იშვიათად). მნიშვნელოვანი შინაგანი სისხლდენის დროს სიმპტომები ანალოგიურია ლულის გასკდომის სიმპტომებისა. გინეკოლოგია, მეანობა


საშვილოსნოსგარე ორსულობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საშვილოსნოსგარე ორსულობა – პათოლოგიური ორსულობა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავსდება:
➡️ საშვილოსნოს მილებში;
➡️ საშვილოსნოს ყელში;
➡️ მუცლის ღრუში
➡️ ან საკვერცხეებში
❌ საშვილოსნოსგარე ორსულობა ვერ ვითარდება ნორმალურად და მთავრდება სპონტანური მშობიარობით
⭕️ საშვილოსნოსგარე ორსულობის ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ლულის ანთებითი ცვლილებები, როდესაც ზიანდება მისი ლორწოვანი გარსის ეპითელიუმი
🔴 გარდა ამისა, დიდ როლს ასრულებს ინფანტილიზმი და სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევები, რომლებიც იწვევენ ლულის პერისტალტიკის შეცვლას
👉 გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას და გაიგე მეტი საშვილოსნოსგარე ორსულობის შესახებ –
#ორსულობა #საშვილოსნოსგარეორსულობა #გარეორსულობა #გარეორსულობისგამომწვევიმიზეზები #გარეორსულობისდადგენა #ცრუორსულობა #პათოლოგიურიორსულობა #გარეორსულობისსიმპტომები #გარეორსულობისნიშნები #ვაგინალურისისხლდენა #უნებლიეაბორტი #მუცლისღრუსუეცარიტკივილი #საშვილოსნოსმოდუნება #ქტოპიურიორსულობა #საშვილოსნოსლულისგასკდომა #საშვილოსნოსლულისანთება #ინფანტილიზმი #ენდოკრინულიდარღვევები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.