ქუთუთოების გადმობრუნება

ქუთუთოების გადმობრუნება

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქუთუთოების გადმობრუნება – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ნაწიბუროვანი გადმობრუნება წარმოიქმნება ქუთუთოს კანის გაჭიმვით ჭრილობის, დამწვრობის, სისტემური წითელი მგლურას და სხვა პათოლოგიური პროცესებით. სპასტიკური გადმობრუნება წარმოიქმნება თვალის მრგვალი კუნთის ორბიტალური ნაწილის შეკუმშვის შედეგად. მოხუცებულობითი გადმობრუნება – შედეგია ამ კუნთის სისუსტისა. პარალიზური დამბლა აღინიშნება მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე და წარმოიქმნება სახის ნერვის დამბლის დროს.

ქუთუთოების გადმობრუნება – სიმპტომები, მიმდინარეობა

აღინიშნება ქუთუთოს ლორწოვანი გარსის გარეთ გადმოტრიალება. იგი თანდათანობით შრება და ჰიპერტროფირდება. ქუთუთოსთან ერთად თვალიდან გამოდის საცრემლე წერტილი, რაც იწვევს ცრემლდენასა და კანის მაცერაციას. იმის გამო, რომ თვალის ნაპრალი არ იხურება შესაძლებელია განვითარდეს კერატიტი, რქოვანას შემდგომი შემღვრევით.

ქუთუთოების გადმობრუნება – მკურნალობა

სპასტიკური გადმობრუნების დროს – მისი მიზეზის ლიკვიდაციისაკენ მიმართული თერაპია. ქუთუთოების გადმობრუნების სხვა სახეების დროს – ოპერაცია. პროგნოზი მხედველობასთან დაკავშირებით კეთილსაიმედოა.

___________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები