ბრონქიტი

ბრონქიტი
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე ბრონქიტი (acute bronchitis) – ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება.


ბრონქიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3
ბრონქიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ბრონქიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ბავშვებისათვის
♦  ხველის დროს გამოსაყენებელი სიროფები ბრონქიტის დროს
♦  ბრონქიტის დროს გამოსაყენებელი ინჰალატორები მოზრდილებისათვის
♦  ბრონქიტის დროს გამოსაყენებელი  ჩაი


ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევი შესაძლებელია იყოს პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი. ანთებითი პროცესი ლოკალიზებულია ბრონქების ლორწოვან გარსში. წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის შეშუპება, ბრონქების სანათურში სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა, რამაც ადრეული ასაკის ბავშვებში შესაძლებელია გამოიწვიოს ობსტრუქციული სინდრომის განვითარება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადების დასაწყისში აღინიშნება ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ზოგადი მდგომარეობის მცირედი დარღვევა. ფილტვებში მოისმინება უპირატესად მშრალი ხიხინი, მოგვიანებით თან ერთვის სველი ხიხინი. გაურთულებელი მიმდინარეობის დროს დაავადების ხანგრძლივობაა 1-2 კვირა.
ბავშვებში რომელთაც აღენიშნებათ რაქიტი, ალერგიული დიათეზი, ქრონიკული ტონზილიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი შესაძლებელია დაავადების გახანგრძლივებული მიმდინარეობა.
შედარებოთ მძიმედ მიმდინარეობს კაპილარული ბრონქიტი (ბრონქიოლიტი), რომლის დროსაც წვრილი ბრონქების სანათური იხშობა ლორწოვან-ჩირქოვანი საცობებით.
დამახასიათებელია ქოშინი, ემფიზემა, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები. ფილტვებში მოისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. ადრეული ასაკის ბავშვებში ხშირად ბრონქიოლიტი ვერ დიფერენცირდება წვრილკეროვანი პნევმონიისაგან.

მორეციდივე ბრონქიტი

მეორდება წელიწადში 3-4-ჯერ და მიმდინარეობს ბრონქოსპაზმის ნიშნების გარეშე. რეციდივები ხშირად უკავშირდება ქრონიკული ანთების კერებს (ქრონიკული ტონზილიტი, ადენოიდები, სინუსიტები).

დიაგნოზი

დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ სიმპტომებს, სუნთქვის უკმარისობის არ არსებობას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პნევმონიასთან (ფილტვების კლინიკურ-რენტგენოლოგიური დაზიანების ნიშნები, სუნთქვის უკმარისობა);
ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევაში – ბრონქულ ასთმასთან (დამახასიათებელი ალერგიული ანამნეზი).

მკურნალობა

სიმპტომატურია: წოლითი რეჟიმი, შენობის კარგად განიავება, თბილი სითხეები, სითბური პროცედურები. ამოსახველებელი საშუალებები.  პროგნოზი კეთილსაიმედოა. >>> სასუნთქი სისტემის დაავადებები


ბრონქიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 მწვავე ბრონქიტი – ბრონქების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება
🦠 ბრონქიტის გამომწვევი შესაძლებელია იყოს პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი

📍 ანთებითი პროცესი ლოკალიზებულია ბრონქების ლორწოვან გარსში
🌡 დაავადების დასაწყისში აღინიშნება ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ზოგადი მდგომარეობის მცირედი დარღვევა
🫁 ფილტვებში მოისმინება უპირატესად მშრალი ხიხინი, მოგვიანებით თან ერთვის სველი ხიხინი
📅 გაურთულებელი მიმდინარეობის დროს დაავადების ხანგრძლივობაა 1-2 კვირა
👉 შეიტყვეთ მეტი ბრონქიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ბრონქიტი #რაარისბრონქიტი #ბრონქიტისსიმპტომები #ბრონქიტისმიზეზები #ბრონქიტისნიშნები #სიცხე #შემცივნება #დაღლილობა #ძლიერიხველა #ყელისტკივილი #ხიხინი #სუნთქვისგაძნელება #ქოშინი #სწრაფისუნთქვა #კუნთებისტკივილი #ბრონქიტისდიაგნოსტიკა #ბრონქიტისმკურნალობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
♦ დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი